მთავარი ჯანმრთელობა ბებიის რეცეპტი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ! შველის ყველაზე ძლიერ ხველასაც!

ბებიის რეცეპტი ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ! შველის ყველაზე ძლიერ ხველასაც!

by Keti

დღეისათვის ხველების საწინააღმდეგოდ ხალხური მედიცინის ბევრი შემოწმებული საშუალება არსებობს. განსაკუთრებით, თუ საქმე ბავშვებს ეხება, ბევრი ცდილობს, რომ სააფთიაქო მედიკამენტები ნაკლებად გამოიყენოს.

რა თქმა უნდა, თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოთ, თუმცა ზოგიერთი ,,ბებიის” რეცეპტი ნამდვილად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოახდინოთ სწორი კომბინირება სხვადასხვა ბალახეულის. დღეს გთავაზობთ უნიკალურ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია ფილტვის პათოლოგიებთან დაკავშირებული სიმპტომების დროს.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ მელნისფერი ხახვი
  • ნახევარი კგ შაქარი
  • 2 ცალი საშუალო ლიმონი
  • 1,5 ლ გაფილტრული წყალი
  • 7 ს. კ. ნატურალური თაფლი

მომზადების წესი:

  1. შაქარი გაადნე ქვაბში, თან ურიე, რათა არ მიიწვას. თავიდანვე დაამატე ნახევარი ლიმონის წვენი.
  2. დაჭერი ხახვი წვრილად და დაამატე შაქარს. ცოტა შეწვი და შემდეგ დაასხი წყალი.
  3. ადუღე იმდენ ხანს, სანამ წყლის მესამედი არ ამოორთქლდება.
  4. დადგი გასაციებლად.
  5. შემდეგ დაამატე თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიე.
  6. დადგი ნარევი მთელი ღამის განმავლობაში.
  7. შემდეგ გადაწურე და სითხე გადაასხი მინის ჭურჭელში.

გამოყენების წესი:

მიიღეთ თითო ს. კ. ყოველი ჭამის წინ.

სვით იქამდე, სანამ საბოლოოდ გამოჯანმრთელდებით.

ამ წამალში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია, ამიტომ გვერდითი ეფექტი შეიძლება მხოლოდ მასში შემავალ კომპონენტებზე ალერგიულ ადამიანებს აღმოაჩნდეთ.

თუ ხშირად გაწუხებთ ხველა ან ფილტვების სისუსტე, სინჯეთ ეს რეცეპტი. ის გადაგარჩენთ ამ შემაწუხებელი სიმპტომისგან.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!