მთავარი ჯანმრთელობა აი, როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი. 99% ვირუსს და ბაქტერიას ანადგურებს.

აი, როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი. 99% ვირუსს და ბაქტერიას ანადგურებს.

by Keti

ხელების სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. დღეს ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. ხელების სისუფთავეს მარტივად უზრუნველყოფს საპნით ხშირი დაბანა, თუმცა ხშირად სადეზინფექციო საშუალების გარეშე არაფერი გამოვა. ამჟამად ხარისხიანი ანტისეპტიკის პოვნა რთულია, ამიტომ ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სანიტაიზერი ხელებისთვის სახლის პირობებში.

გამოცდილი პედიატრი კომაროვსკი გვასწავლის როგორ უნდა მოვიქცეთ კარანტინის პირობებში და რა აუცილებელი ზომების მიღებაა საჭირო ამ დროს.

როგორ მოვამზადოთ სანიტაიზერი 

ექიმი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ ანტისეპტიკის მომზადება უმჯობესია სახლის პირობებში.

ინგრედიენტები

  • 240 მლ სამედიცინო სპირტი
  • 15 მლ 3%იანი წყალბადის ზეჟანგი
  • 5 მლ სამედიცინო გლიცერინი
  • 60 მლ წყალი

მომზადება

1. ჩაასხი შუშის ჭურჭელში სპირტი. აუცილებელია პროპორციების ზუსტი დაცვა, თუმცა კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ თუ სპირტი 5 მლ-თი მეტი იქნება, არც ამით დაშავდება რამე.

2. ახლა ჩაამატე წყალბადის ზეჟანგი, უმჯობესია საჭირო რაოდენობა გაზომო შპრიცის დახმარებით.

3. ინგრედიენტებს მიამატე სამედიცინო გლიცერინი.

4. ჩაასხი ჭურჭელში წყალიც. ყველაფერი კარგად აურიე. საშუალება მზად არის!

,,ერთადერთი კომპონენტი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს არის სპირტი. მთავარია ის არ იყო ფალსიფიცირებული. ამაში დასარწმუნებლად სპირტომეტრით შეგიძლია მიღებულ სანიტაიზერში მისი რაოდენობა გაზომო, რაც უნდა იყოს 75%” – აღნიშნავს ექიმი.

ექიმის აზრით, საშუალება, რომელიც შეიცავს 65% სპირტს და მეტს, გამოსაყენებლად ვარგისია და მას ეფექტურად შეუძლია დეზინფექციის შესრულება.

როგორც ხედავთ, ხელის სანიტაიზერის სახლის პირობებში მომზადება საკმაოდ მარტივია. მთავარია შესაბამისი ინგრედიენტების ჩასხმა სათანადო ჭურჭელში, რომელსაც გამაფრქვეველი ექნება. ეს სითხე მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენეთ.

როგორ მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ ეს სასარგებლო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!