მთავარი ჯანმრთელობა კიტრი, ლიმონი და კიდევ 6 ხალხური საშუალება, რომელიც საოცრად უშველის თქვენს ფრჩხილებს

კიტრი, ლიმონი და კიდევ 6 ხალხური საშუალება, რომელიც საოცრად უშველის თქვენს ფრჩხილებს

by Keti

კვლევის თანახმად, ადამიანის ფრჩხილები ცხელის ჩლიქებივით ძლიერია. თუმცა ისინი მაინც გვტყდება. ფრჩხილების მტვრევადობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რასაც იწვევს სიმშრალე, ზედმეტი ტენი, ლაქის მოსაშორებლის ხშირი გამოყენება და ა.შ. საბედნიეროდ, ფრჩხილების მოსავლელად არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც სალონში სიარულსაც დაგავიწყებთ.

1. წაისვით კიტრი

თუ მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, წაისვით მასზე კიტრი. ეს პროდუქტი მდიდარია A, E, B1, B2, B3 და C ვიტამინებით და ასევე შეიცავს კალციუმს და რკინას. უბრალოდ დაისველეთ ფრჩხილები კიტრის წვენში სულ 5 წუთით.

2. შეიზილეთ ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ზეთს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ფრჩხილებს გაჯანსაღებაში ეხმარება. წაისვით ის ფრჩხილებზე მცირე ხნით ბამბის ტამპონების დახმარებით.

3. გაიკეთეთ ლიმონის წვენისა და სოდის სკრაბი

ფრჩხილების სახლში გასათეთრებლად წაისვით ლიმონის წვენი ან დაიდეთ მასში დასველებული ბამბის დისკი 10 წუთის მანძილზე. ღრმა წმენდისთვის შეურიწთ ლიმონის წვენს საკვები სოდა და კბილის ჯაგრისით შეიზილეთ.

4. წაისვით ორეგანოს ზეთი

ორეგანოს ზეთი ხელმისაწვდომი პროდუქტია, ეს შესაძლოა ჩაის ხის ზეთის ალტერნატივადაც გამოდგეს. ზეთი შეიცავს თიმოლს, ამ ნივთიერებას კი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. დაასველეთ ორეგანოს ზეთში ბამბის ტამპონები და წაისვით ფრჩხილებზე.

5. გამოიყენეთ ბიოტინით მდიდარი პროდუქტი

ფრჩხილების სწრაფი ზრდისთვის ხშირად  მოიხმარეთ ბიოტინით მდიდარი საკვები. ასეთი პროდუქტია თხილეული, ყვავილოვანი კომბოსტო, მოხარშული კვერცხი, ბანანი, სოკო. შეიყვანეთ ისინი ყოველდღიურ რაციონში.

6. ქოქოსის ზეთის მასაჟი

ქოქოსის ზეთი ატენიანებს ფრჩხილებს და აჯანსაღებს კუტიკულებს. დაისხით რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი ფრჩხილებზე და დაიმასაჟეთ, სანამ შეიწოვს. ეს პროცედურა გააძლიერებს და განკურნავს თქვენს ფრჩხილებს.

7. ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი

დაინფიცირებული ფრჩხილებისთვის გამოიყენეთ თანაბარი რაოდენობის წყლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი. ჩაყავით მასში ფრჩხილები 30 წუთით ან დაიდეთ ნარევში დასველებული ბამბის დისკი.

8. გამოიყენეთ ნიორი.

ნიორი წარმატებით ებრძვის ფრჩხილის სოკოს და აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. დანაყეთ ნივრის რამდენიმე კბილი და გააკეთეთ პასტა, შემდეგ დაიდეთ დაინფიცირებულ ფრჩხილზე.

სუსტი ფრჩხილები ასევე შეიძლება იყოს შინაგანი მდგომარეობის ნიშანი. თუ ზუსტად არ იცით, რომ თქვენი პრობლემები კოსმეტიკური ხასიათისაა, რეკომენდებულია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

თქვენ თუ გიცდიათ რომელიმე ხალხური საშუალება? ან როგორ უმკლავდებით ფრჩხილების პრობლემებს? მოგვიყევით კომენტარებში!