მთავარი ჯანმრთელობა რატომ უნდა გავატაროთ მეტი დრო სიჩუმეში

რატომ უნდა გავატაროთ მეტი დრო სიჩუმეში

by Keti

თუ საღამოს მედიტაცია აქამდე არ გამხდარა შენი ყოველდღიური სავალდებულო რიტუალი, დროა ეს მიდგომა შეცვალო. მედიტაცია სასარგებლოა ფიზიკური და ასევე სულიერი მდგომარეობისთვისაც. სამეცნიერო დასაბუთება იმისა, რომ მედიტაცია გვეხმარება გავფანტოთ უარყოფითი აზრები და დავიცვათ თავი სტრესისგან, გაჩნდა 2006 წლიდან.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ ხდება ეს და რატომ.

საღამოს მედიტაცია

არსებობს მედიტაციის სხვადასხვა სახეები, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ. ეს არის საყოველთაო წესი – სიჩუმე!

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მუდმივი ხმაური იწვევს დაღლილობას და აქვეითებს ადამიანის ფუნქციურობას.

ხმაური იწვევს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის – მომატებას ორგანიზმში. ამ დროს ხდება მისი ფიზიკური ზემოქმედება თავის ტვინზე. ხმაური ჩვენზე ძილის დროსაც კი მოქმედებს.

თუ მაგალითად ადამიანი იძინებს ჩართული ტელევიზორის ან თუნდაც დამაწყნარებელი ,,მთვარის სონატის” ჟღერადობის ქვეშ, ბგერითი ტალღები ორგანიზმს რეაგირების მოხდენას აიძულებს. ისინი პროვოცირებას უკეთებენ ტვინის იმ ნაწილების გააქტიურებას, რომლებიც მეხსიერებასა და ემოციებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სტრესის ჰორმონის გამოთავისუფლებას.

ამავე დროს სიჩუმე ხსნის სტრესს და დაძაბულობას. ამ ფაქტის დადასტურებად იქცა ლუჩიანო ბერნარდის მიერ 2006 წელს ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

გამოსაცდელი ადამიანები რამდენიმე საათის განმავლობაში უბრალოდ უნდა მსხდარიყვნენ ერთ ადგილზე, სრულ სიჩუმეში, რომელიც პერიოდულად ხმაურით ან მუსიკით იცვლებოდა. შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ სრულ სიჩუმეში გატარებული წუთები ახდენდა მომადუნებელ ზემოქმედებას მონაწილეთა თავის ტვინებზე და მათ საშუალებას აძლევდა, თავი საუკეთესო ფორმაში ეგრძნოთ.

ამიტომ მედიტაცია სრულ სიჩუმეში ძალიან სასარგებლო ჩვევაა. დილით მისი დახმარებით მთელი დღე პროდუქტიული გექნებათ. საღამოს კი მოგეხსნებათ დაღლილობა.

ტყუილად არ ამბობდნენ ძველი სულიერი ოსტატები, რომ სიჩუმე აცოცხლებს. ის გვაიძულებს ღრმად ჩავეფლოთ საკუთარ თავში, ხოლო მდუმარება კი აწონასწორებს სხეულსა და გონებას. ამჟამად ეს სიტყვები მეცნიერულადაც დადასტურებულია.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!