მთავარი ჯანმრთელობა არც კი ვიცოდი, რომ წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ამდენი დანიშნულებით შეიძლებოდა

არც კი ვიცოდი, რომ წყალბადის ზეჟანგის გამოყენება ამდენი დანიშნულებით შეიძლებოდა

by Keti

ძველი თაობის ხალხი წარმატებით იყენებდა სხვადასხვა ხალხურ საშუალებებს. დღეს საკმაოდ იაფფასიანი ქიმიური საშუალებებითაც შესაძლებელია სასურველი ეფექტის მიღწევა. ერთ-ერთი ასეთი არის უბრალო წყალბადის ზეჟანგი.

როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი 3%იანი წყალბადის ზეჟანგი

აქამდე, რაც ვიცოდით ამ საშუალებაზე, იყოს ის, რომ მას ჭრილობის მოსაბანად ან სახეზე შავი წერტილების მოსაშორებლად იყენებდნენ, თუმცა მას სხვა მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. გთავაზობთ ჩამონათვალს:

  • თუ ლაქას გარეცხვამდე წყალბადის ზეჟანგში ჩავალბობთ, ის იოლად მოშორდება.
  • ცხელ წყალში გახსნილი წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო საშუალებაა იატაკის მოსარეცხად.
  • წყალბადის ზეჟანგის ფხვნილის (შეგიძლიათ მზა ტაბლეტის დაფხვნა) ერთი მწიკვი დაგეხმარებათ ოთახის მცენარეების ფოთლების დასაცავად სოკოვანი დაავადებებისგან.
  • თავის დაბანის წინ თუ თმაზე წყალბადის ზეჟანგიან წყალს გადაივლებთ, თმა შეიძენს ბუნებრივ ბზინვარებას.
  • ბოსტნეულის დამუშავება წყალბადის ზეჟანგით მას პესტიციდებისა და ინფექციებისგან გაათავისუფლებს.
  • წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარი საუკეთესოდ წმენდს პლასტიკურ, ქვის და ხის ზედაპირებს.
  • თუ კბილების გახეხვის შემდეგ რეგულარულად გამოივლებთ პირის ღრუს წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარით, დაინახავთ გათეთრების იგივე ეფექტს, რასაც ძვირი საშუალებების გამოყენება იძლევა.

  • წყალბადის ზეჟანგი საუკეთესოდ წმენდს მაცივარს და აშორებს მას სუნს.
  • წყალბადის ზეჟანგი დაასხით აბაზანისა და ნიჟარის ლაქას, ცოტა ხანს დააყოვნეთ და შემდეგ ბევრად მარტივად გარეცხავთ.
  • თუ კანზე გაღიზიანება გაქვთ, დაიდეთ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის დისკი და დააყოვნეთ.
  • თუ წყალბადის ზეჟანგს ზეითუნის ზეთთან შეურევთ, გამოვა მშვენიერი საშუალება ყურების გასაწმენდად.
  • ფეხები ჩაყავით წყალბადის ზეჟანგის წყალხსნარში. ეს მოახდენს სოკოს პროფილაქტიკას.
  • წყალბადის ზეჟანგის ხსნარს დაამატეთ ძმარი და გამოიყენეთ პირსახოცების რეცხვის დროს.
  • წყალბადის ზეჟანგი და სოდა შეურიეთ. ის ნარევი დაგეხმარებათ სახესა და სხეულზე თმის გაღიავებაში. თუმცა მანამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე.
  • თმის გაღიავება ასევე შესაძლებელია წყალბადის ზეჟანგისა და ამიაკის სწორი შერევით. ეს უნდა გააკეთოთ რამდენიმე ეტაპად.

და კიდევ: თუ თქვენმა ძაღლმა ან კატამ რაიმე მავნე შეჭამა, წყალბადის ზეჟანგი დაეხმარებათ პირღებინების პროვოცირებაში და შეუძლია მათი სიცოცხლის გადარჩენაც კი.

გაუზიარეთ რჩევები თქვენს მეგობრებსაც!