მთავარი ჯანმრთელობა 10 დაავადება, რომელსაც კარდამონის ხშირი გამოყენების შემთხვევაში დაამარცხებთ

10 დაავადება, რომელსაც კარდამონის ხშირი გამოყენების შემთხვევაში დაამარცხებთ

by Keti

კარდამონი, იგივე ილი, არის მარცვლეული, რომელიც გამოიყენება გასტრონომიაში სხვადასხვა საკვების მომზადების დროს. ის შეიცავს ეთერზეთებს, სახამებელსა და ბოჭკოს, რაც მას ხდის კვებითს და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

10 მიზეზი, რისთვისაც ღირს მისი ხშირად გამოყენება:

ამცირებს მენსტრუალურ სპაზმებსა და ტკივილს. გამოიყენეთ ის დარიჩინთან და მუსკატის კაკალთან ერთად.

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ამცირებს შებერილობას ბუნებრივი მჟავების წყალობით, არეგულირებს კუჭის მუშაობას, ებრძვის მეტეორიზმს და ამცირებს ტკივილს ჰემოროის დროს.

ებრძვის კიბოს, განსაკუთრებით მკერდის, პროსტატისა და საკვერცხეების. კარდამონი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც პასუხს აგებენ გადაგვარებული უჯრედების მუტაციაზე.

აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან და აუმჯობესებს სუნთქვას. ის ბუნებრივი ანტისეპტიკია და შეიცავს ორ ნივთიერებას: გერანიოლსა და ცინეოლს, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

ხსნის გაციების სიმპტომებს და ასუფთავებს ნესტოებს. აგრეთვე აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას. რეკომენდებულია მისი მიღება გრიპის, ბრონქიტისა და ხველის დროს.

წმენდს ორგანიზმს. კარდამონი მდიდარია მანგანუმით, ანტიოქსიდანტური მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს ფერმენტების გამომუშავებას. აგრეთვე ორგანიზმში აბალანსებს ph-ს.

არეგულირებს ღვიძლის ფუნქციონირებას, შლის კენჭებს თირკმლებში და ამსუბუქებს ცისტიტის სიმპტომებს.

ებრძვის ჰორმონალურ დისფუნქციებს, როგორებიცაა იმპოტენცია, უნაყოფობა ან ნაადრევი ეაკულაცია. კარდამონი ზრდის ერითროციტების დონეს და სისხლის მიწოდებას.

ხელს უშლის გულის დაავადებებს, რადგან შეიცავს მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.

დაბოლოს, ის ასევე ებრძვის ანემიას, ვინაიდან შეიცავს დიდი რაოდენობით ცილასა და რთულ ნახშრწყლებს.

გაუზიარეთ კარდამონის სიკეთეების შესახებ ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!