მთავარი ჯანმრთელობა ეს სასწაულებრივი მცენარე წმენდს სისხლს, ამიტომ გამოიყენეთ ის ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების დროს

ეს სასწაულებრივი მცენარე წმენდს სისხლს, ამიტომ გამოიყენეთ ის ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების დროს

by Keti

ჭინჭარი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სისხლის გამწმენდი, თმის ცვენის საწინააღმდეგო და ასევე რევმატიზმის, ტუბერკულოზის, სახსრების დაავადებების, ანემიების, უძილობისა და ნევროზის დროს.

ჭინჭარი მდიდარია რკინით, პროტეინით, ვიტამინებით C, A, B2, K, კაროტინით, ქლოროფილითა და მიკროელემენტებით. ის ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევის სისტემის ტონუსი და ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

ჭინჭრისგან ამზადებენ ჩაის, სალათებს, სუპებს, იყენებენ ღვეზელის შიგთავსად. ჭინჭრის ნახარში რეკომენდებულია თმაზე გადასავლებად მისი დაბანის შემდეგ, ის ამაგრებს თმის ძირებს და ხელს უშლის მის ცვენას.

ჭინჭრის ჩაი ანემიის წინააღმდეგ

ერთ ჩ. კ. ჭინჭრის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი და დადგით5 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და სვით პატარა ყლუპებით შემდეგი სახით: პირველ დღეს დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაი, მეორე დღეს – 2, მესამე დღეს – 3 და შემდეგ 7 დღეს 3-3 ჭიქა ჩაი. ამის შემდეგ თანდათან შეამცირეთ რაოდენობა. ჩატარებული კურსის შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და კვლავ გააგრძელეთ ჭინჭრის ჩაის მიღება იგივე სქემით.

სისხლში შაქრის დონის შესამცირებელი რეცეპტი

2 ს. კ. მშრალ დაქუცმაცებულ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მაწონი. აურიეთ და მიიღეთ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა. შეისვენეთ შემდეგ 10 დღით და კვლავ გაიმეორეთ იგივე კურსი. საუკეთესო შედეგი დგება ჭინჭრის კურსის ხუთჯერადი გამეორების შემდეგ.

ჭინჭრის თესლი რძემჟავა სასმელებთან ერთად

დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ლ ნებისმიერი რძემჟავა სასმელი
  • ერთი ან ორი ს. კ. ჭინჭრის თესლი

ჩაალბეთ თესლი სასმელში და დააყოვნეთ 20 წუთით. მიიღეთ როგორც კვების ჯერი, დღის განმავლობაში. სასურველია ამ საშუალების ხანგრძლივი გამოყენება.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!