მთავარი ჯანმრთელობა ქალური ჯანმრთელობის პრობლემის 8 ნიშანი, რომელსაც ქალები ხშირად აიგნორებენ

ქალური ჯანმრთელობის პრობლემის 8 ნიშანი, რომელსაც ქალები ხშირად აიგნორებენ

by Keti

ქალის სხეული მუდმივად იცვლება და ამიტომ ხშირად რთულია სხვადასხვა პრობლემის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება. საშუალოდ ქალები პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 13 კვირას იცდიან და შემდეგ გეგმავენ ექიმთან ვიზიტს. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ სხეულში მიმდინარე პატარა ცვლილებასაც კი, რათა მომავალში პრობლემები ავირიდოთ.

ჩვენ დღეს გთავაზობთ 8 არათვალსაჩინო ნიშანს, რომელიც არც ერთმა ქალმა არ უნდა დააიგნოროს.

8. შებერილი მუცელი

ზოგი ქალისთვის შებერილობა მენსტრუალური ციკლის ბუნებრივი ნაწილია, მაგრამ თუ ეს არ გაწუხებდათ და ბოლო 2 კვირაზე მეტია გაწუხებთ, ეს შესაძლოა სხეულის ბალანსის დარღვევის პირველი ნიშანი იყოს.

ენდომეტრიოზის შემთხვევაში თქვენი მუცელი შესაძლოა შესიებული გახდეს და დღითიდღე უარესდებოდეს. ,,ენდო მუცელი” როგორც წესი არაპროგნოზირებადია – შებერილობა რამდენიმე დღე ან კვირები რჩება, ან შესაძლოა რამდენიმე საათში გაქრეს. ამას გარდა მუდმივი შებერილობა შესაძლოა მკერდის ან საკვერცხის სიმსივნეზე მიანიშნებდეს.

7. გამონაყარი

მენსტრუაციამდე 2 კვირით ადრე სხეულში იზრდება ესტროგენისა და პროგესტერონის დონე. ამიტომ შესაძლოა სახეზე გაჩნდეს მცირე გამონაყარი, რაც შემდეგ გაივლის.

თუმცა, თუ მუდმივი გამონაყარი გაქვთ ნიკაპის ან ყბის მიდამოზე, შესაძლოა ეს ჰორმონალურ დაღვევაზე მიანიშნებდეს და ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი გჭირდებათ.

6. ტკივილი ვარჯიშის დროს

თუ ვარჯიშის დროს მენჯის მიდამოების ტკივილი გაწუხებთ, მით უმეტეს, როცა დარბიხართ ან სეირნობთ, ეს შესაძლოა ენდომენტრიუმზე მიანიშნებდეს. ეს არის საშვილოსნოს შიდა ფენა, რომელიც მის გარეთ იზრდება. უცხო ენდომეტრიალური უჯრედები და ნაწიბურები შინაგან ორგანოებს ერთმანეთთან აკავშირებს და იწვევს ფიზიკურ ტკივილს ვარჯიშის დროს.

5. წელის და ფეხების ტკივილი

წელის ტკივილი მენსტრუაციის დროს ბუნებრივია, მაგრამ თუ ეს მუდმივად გაწუხებთ, შესაძლოა ესეც ენდომეტრიოზის ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

ენდომეტრიოზის სხვა სიმპტომები არის გაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება და ფეხების ტკივილი. ასეთი ტკივილები ერთ ან ორივე ფეხზე ვრცელდება და მენსტრუაციის დროს უარესდება.

4. სისხლის კოლტები მენსტრუაციისას

ყველას ციკლი განსხვავებულია – ზოგს მსუბუქი შეფერილობის გამონადენი აქვს, ზოგს მუქი ან უფრო მძიმე. ერთი ან ორი კოლტის დაფიქსირებაც ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა თუ სისხლი მუქია და კოლტები დიდი რაოდენობის და ზომის არის, ეს შესაძლოა საშვილოსნოს ფიბროზის ნიშანი იყოს. ეს არასიმსივნური წამონაზარდია, რაც უჩვეულო სისხლდენას და ზოგჯერ შარდის ბუშტის პრობლემებსაც იწვევს.

3. მადის დაკარგვა საყვარელი საკვების მიმართ

გაქვთ სულ სისავსის განცდა და გიჭირთ პატარა ულუფის დასრულებაც კი? დაკარგეთ მადა ბოლო დროს? ეს ცვლილებები ხშირად საკვერცხის სიმსივნის ნიშანია, მით უმეტეს, თუ მუცლის ტკივილთან და ნაწლავების მოქმედების ცვლილებებთან არის კომბინაციაში.

2. თმის ცვენა

თმის ცვენა ტესტოსტერონის შემცირების ერთ-ერთი ვიზუალური ნიშანია. ეს არის ჰორმონი, რომელიც ჯანსაღი თმის ამოყვანას და მის შენარჩუნებას ემსახურება. ტესტოსტერონის დისბალანსის მთავარი ნიშანი თმის ჭარბი ცვენაა.

ჰორმონის ნაკლებობა სხეულის თმაზეც მოქმედებს, თუმცა ეს ხშირად შეუმჩნეველია, მით უმეტეს, თუ მუდმივად ვიპარსავთ ფეხებს და იღლიებს.

1. მუდამ ძალიან გცივათ ან ძალიან გცხელათ

თუ კომფორტულად არასდროს გრძნობთ თავს ოთახის ტემპერატურაზე, ესე იგი, ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ესტროგენის დონეა, რაც არეგულირებს ქალის რეპროდუქციას. როგორც წესი, მისი დონე მენსტრუაციის დროს იცვლება, მაგრამ ზოგჯერ სხეულს ისედაც უჭირს მისი გამოყოფა.

ესტროგენის დონე გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურაზე. დაბალი ესტროგენი იწვევს ცხელებებს და მაღალი კი, პირიქით, იწვევს მუდმივ სიცივეს ხელებსა და ფეხებზე.

ჩვენ გისურვებთ ჯანმრთელობას და არასდროს გამოგეცადოთ აღნიშნული სიმპტომები. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია რაც შეიძლება მოკლე დროში. და არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის!