მთავარი ჯანმრთელობა რა მოხდება თქვენს სხეულში, თუკი ყოველდღე დალევთ ჯინჯერის ჩაის

რა მოხდება თქვენს სხეულში, თუკი ყოველდღე დალევთ ჯინჯერის ჩაის

by Keti

ჯინჯერის წარმოება ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მადლიერები უნდა ვიყოთ გლობალიზაციის პროცესის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე აზიური წარმოშობისაა და 10 თვე სჭირდება ერთი ფესვის მოსავლისთვის, ადამიანებს მაინც არ გაგვჭირვებია მისი დახვეწილობისა და საჭირო თვისებების აღმოჩენა მსოფლიოს სხვადადხვა მხარეში. ფაქტია, რომ უკვე მეტი და მეტი სპეციალისტი უწევს რეკომენდაციას ჯინჯერის ყოველდღიურ მიღებას, განსაკუთრებით, ცხელი ჩაის სახით, რადგან ამ ფორმით ის ძალიან სასარგებლოა.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ ჯინჯერის სასარგებლო თვისებებს, რაც უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა.

1. გვიცავს გულის დაავადებებისგან

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჯინჯერი ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას. გულისთვის სარგებლიანობა გულისხმობს ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებასა და კარგის ზრდას, აგრეთვე სისხლის წვენის დაწევას.

2. გვეხმარება წონის კონტროლში

მადის მომატება დამახასიათებელია ცივი სეზონისთვის, ეს კი ხშირად წონის მატებას იწვევს. ამაში ჯინჯერის ჩაი დაგეხმარებათ. კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარის ცხარე ფესვს შეუძლია შიმშილის გრძნობის შემცირება და მოგცემთ განცდას, თითქოს დანაყრებული ხართ. ასე შეძლებთ დაამარცხოთ ცრუ შიმშილის შეგრძნება.

3. გვეხმარება ვაკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე

სისხლში შაქრის მაღალ დონეს ვიცნობთ დიაბეტის სახელით და თუკი ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, კარგი ამბავი გვაქვს. ზოგიერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ჯინჯერის ყოველდღიური მიღება ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. მცენარე უნდა მიიღოთ ზედიზეთ 12 კვირის მანძილზე. თუმცა, ჯერ მაინც გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

4. ამცირებს მუხლის ტკივილს

ჯინჯერის დევიზი შესაძლოა ყოფილიყო: ,,დასრულდეს მუხლების ტკივილი.” თუ ჯინჯერის ჩაის 6 თვის მანძილზე დალევთ, შედეგად მიიღებთ მკვეთრად შემცირებულ ტკივილს მუხლის მიდამოში, თუკი მუხლის ართრიტი გაწუხებთ.

5. ახდენს კიბოს პრევენციას

არსებობს მტკიცებულება, რომ ჯინჯერს შეუძლია რამდენიმე ტიპის სიმსივნის პრევენციის მოხდენა – გასტრიტის, პანკრეატიტის, ღვიძლის და კოლორექტალური სიმსივნის.

6. აძლიერებს იმუნურ სისტემას

მუდმივად ავად გახდომა შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, თუ ყოველდღიურად დაიწყებთ ჯინჯერის მიღებას. 21 დღიანი კურსიც საკმარისი იქნება იმუნური სისტემისთვის, რადგან ეს მცენარე ამცირებს ინფექციებისა და დაავადებების განვითარების შანსს.

თქვენ თუ გიყვართ ჯინჯერი? რომელ საჭმელს უმატებთ ხოლმე მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!