ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა შეყვარებაც ყველაზე რთულია

by Keti Alaverdashvili

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის არის სიყვარული ყველაზე რთული? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ასტროლოგები საუბრობენ 4 ნიშანზე, რომლებიც ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევიან და ამის გამო მათთვის სიყვარული რთულ ამოცანად იქცევა ხოლმე. ამ ნიშნებს რთულად უყვარდებათ და სხვებიც ძნელად ახერხებენ მათ შეყვარებას.

გთავაზობთ ზოდიაქოს იმ ნიშნების სიას, რომელთა სიყვარული ნამდვილ მარათონს ჰგავს.

1. ქალწული

აღმოჩნდა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმაზე მეტად უჭირთ სიყვარული, ვიდრე მორიელებს. ეს იმიტომ რომ ქალწულები ძალიან დამოუკიებლები და თვითკმარები არიან, მათთვის რთულია თავბრუს დახვევა და თავის მოწონება. ისინი პარტნიორის ყველა პოტენციალს აფასებენ და დიდხანს ვერ ჩერდებიან ურთიერთობებში იმ ადამიანებთან, ვისაც ამბიციები არ გააჩნია.

2. მორიელი

მათ ურთიერთობებში უყვართ ექსტრემი, ამიტომ მორიელების მუდმივი მოთხოვნებისა და სურვილების ატანა ცოტათი რთულია. დღეს ისინი უკიდურესად ტემპერამენტიანები არიან, ხვალ კი – საოცრად ცივები. ნებისმიერი ტიპის პარტნიორს გაუჭირდება ამ ყველაფრის მოთმენა და გაძლება. მორიელებთან ურთიერთობა ქვიშის სასახლეს ჰგავს – ის შეიძლება ყოველ მომენტში ჩამოიშალოს.

3. მშვილდოსანი

მათი სიყვარულიც არ არის მარტივი ამოცანა. ისინი არაპროგნოზირებად ქვეცებში ჩემპიონები არიან და ყველა ნიშანს ჯობნიან ამით. სამაგიეროდ მათ გვერდზე მოწყენილობა არ გემუქრებათ. მშვილდოსნები მუდმივად რაღაცას ეძებენ, სულ რაღაც სჭირდებათ. მათ სურთ გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც გაუძლებს მათ ენერგეტიკას და აქტიურ ტემპს. ის, ვინც მათთან ერთად გაიქცევა და არ მოერიდება საჯაროდ ემოციების გამოვლენის. თუკი თავგადასავლები გიყვართ, მშვილდოსანი სათქვენო ნიშანია, ხოლო თუ პასიური ადამიანი ხართ, სჯობს სხვა ნიშანი ეძებოთ.

4. მერწყული

ისინი საკმაოდ ჩაკეტილები და უნდობლები არიან, უყვართ ღრუბლებში ფრენა და შემდეგ მალევე მიწაზე დაბრუნება. მერწყულებისთვის ძალიან რთულია ადამიანის შეშვება მათ ცხოვრებაში, ასე რომ, მათ პარტნიორს ბევრი წვალება მოუწევს. ისინი დიდხანს ფიქრობენ, დიდხანს ამოწმებენ რაღაცას და ეძებენ მტკიცებულებებს, სამამ ადამიანს ახლოს მიუშვებენ.

თქვენ თუ მიეკუთვნებით რომელიმეს ამ 4 ნიშნიდან? ეთანხმებით მოცემულ აღწერებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

0

ასევე დაგაინტერესებთ