მთავარი ჯანმრთელობა როგორ გავთავისუფლდეთ ვარიკოზული ვენებისგან: 8 მეთოდი

როგორ გავთავისუფლდეთ ვარიკოზული ვენებისგან: 8 მეთოდი

by Keti

ვარიკოზული ვენები მაშინ ჩნდება, როცა ვენებს შიგნით არსებული პატარა სარქველები წყვეტს სწორად მუშაობას და სისხლის მიმოქცევა ნელდება, შედეგად სისხლი, ნაცვლად გულისკენ შეუფერხებლად დინებისა, თავს იყრის ფეხების მიდამოში. ვენები ხდება მუქი ლურჯი ან იისფერი და კანიდან იბერება.

ჩვენ დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე საშუალებას, რაც დაგეხმარებათ ვენების ტკივილისა და ვიზუალური გამოხატულების შემცირებაში.

გაფრთხილება: პრევენციისთვის ეს კარგი საშუალებებია, თუმცა თუ ვარიკოზული ვენები უკვე გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ამ მეთოდებს სცდით.

1. ივარჯიშეთ რეგულარულად

სცადეთ ცურვა, სიარული, ველოსპორტი, ჩაჯდომების კეთება, ფეხებით სიმძიმეების აწევა და სხვა.

  • რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლს ფეხებიდან გულისკენ ექაჩება.
  • ეს ასევე გვეხმარება სისხლის ჯანმრთელი წნევის შენარჩუნებაში და აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს.

2. შეცვალეთ კვების რაციონი

  • მიირთვით ფოსფორის შემცველი საკვები – ნუში, ფისტა, ოსპი, ლობიო, კარტოფილი, სალათის ფურცლები, ორაგული და თინუსი.
  • მიიღეთ მეტი ფლავონიდი – ხახვი, წიწაკა, ისპანახი, ბროკოლი, ციტრუსი, ყურძენი, ალუბალი, ვაშლი, კენკრა, კაკაო და ნიორი.
  • ნაკლებად ჭამეთ მარილიანი საკვები.
  • ფოსფორის შემცველი საკვები ამცირებს წყლის შეკავებას სხეულში.
  • ფლავონიდები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და ამცირებს სისხლის წნევას არტერიებში.
  • დაბალმარილიანი დიეტა ახდენს წყლის დაგუბებისგან გამოწვეული შესიების პრევენციას.

3. ატარეთ კომპრესიული წინდები

  • ჩაიცვით კომპრესიული წინდები დილით და გაიხადეთ დაძინების წინ. s
  • კომპრესიული წინდები ფეხებში არსებულ წნევას აძლევს მოძრაობის საშუალებას.

4. ატარეთ სწორი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

  • ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად ვიწრო ტანსაცმელს, რომელიც უჭერს ფეხების, წელისა და საზარდულის მიდამოს.
  • ნაკლებად ატარეთ მაღალქუსლიანები.
  • ფართო ტანსაცმლის ტარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  • დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მეტად ავარჯიშებს წვივებს, რაც კარგია ვენებისთვის.

5. ასწიეთ ფეხები მაღლა

6. სცადეთ თვითმასაჟი

რა გავაკეთოთ:

  • ნელა და ნაზად დაიმასაჟეთ ფეხები მცენარეული ცხიმის გამოყენებით.
  • ნუ შეეხებით პირდაპირ ვენებს, რათა არ დაიზიანოთ.
  • მასაჟი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

7. დაჯექით სწორ პოზაში

რა გავაკეთოთ:

  • ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე. გადააჯვარედინეთ მხოლოდ წვივები.

8. ნუ იდგებით ან იჯდებით მეტისმეტად დიდხანს

  • თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა, ეცადეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მაინც გამოძრავდეთ.

თქვენ თუ შეუწუხებიხართ ვენების პრობლემას? როგორ ებრძვით მას? გაგვიზიარეთ დამატებითი ინფორმაცია კომენტარებში!