მთავარი სილამაზე 16 მარტივი ნაბიჯი ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინავი თმის შენარჩუნებისთვის

16 მარტივი ნაბიჯი ჯანმრთელი, ძლიერი და მბზინავი თმის შენარჩუნებისთვის

by Keti

სილამაზე ბევრი კომპონენტისგან შედგება, მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი კი უდავოდ თმაა. სწორედ თმა ქმნის ადამიანის უნიკალურ და მიმზიდველ სურათს.

ჩვენ დღეს გთავაზობთ მარტივად შესასრულებელ 16 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ლამაზი და ჯანმრთელი თმის შენარჩუნებაში!

16. შეარჩიეთ სწორი შამპუნი

შამპუნის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია თმის მოვლისას. მავნე მოქმედების თავიდან არიდებისთვის დარწმუნდით, რომ შამპუნი თქვენი თმის ტიპის შესაბამისია.

15. დაიბანეთ თმა საკმარისი სიხშირით

დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია – თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, გირჩევთ 1-2 დღეში ერთხელ მაინც დაიბანოთ.

14. წაისვით შამპუნი სწორად

დაივარცხნეთ თმა დაბანამდე. შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე, თუმცა მეტისმეტს ნუ გამოიყენებთ.

დაისხით შამპუნი ხელისგულზე და ააქაფეთ ხელებით. შემდეგ წაისვით თმის ძირებზე, დაიმასაჟეთ სკაპლი და თავის კანს შეეხეთ მხოლოდ თითის ბალიშებით (არ გამოიყენოთ ფრჩხილები). დაიმასაჟეთ თავი დაბანამდეც, ეს სასარგებლოა თმის ძირებისთვის.

13. არ დაგავიწყდეთ თმის კვება და დატენიანება

თმა ადვილად კარგავს ტენს, ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ბალზამები და ნიღბები. ეცადეთ შეარჩიოთ ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი პროდუქცია.

თმის ნიღბები გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

12. შეარჩიეთ წყლის სწორი ტემპერატურა

ცხელი წყალი თმის ნამდვილი მტერია, ეცადეთ დაიბანოთ გრილი წყლით. შესაძლოა ეს რთული იყოს, მაგრამ თმა ამის გამო მადლობას გეტყვით.

11. არ შემოიხვიოთ თმაზე პირსახოცი

დაბანის შემდეგ მსუბუქად მიიდეთ პირსახოცი თმის ბოლოებზე. არ გაუხახუნოთ თმის ნაწილები ერთმანეთს, ეს თმას დააზიანებს. თუ თმის სწრაფად გაშრობა გსურთ, პირსახოცის ნაცვლად ბამბის მაისური გამოიყენეთ.

10. არ დაივარცხნოთ თმა ხშირად და უხეშად

მეტისმეტი ვარცხნა თმას დააზიანებს. ასევე მოერიდეთ სველი თმის ვარცხნას, დაელოდეთ მის გაშრობას და ფრთხილად გააცალკევეთ გადახლართული თმის ნაწილები თითებით. შემდეგ დაიწყეთ ნაზი ვარცხნა. გამოიყენეთ ფართო კბილიანი სავარცხელი.

ვარცხნა დაიწყეთ თმის ბოლოებიდან და ფრთხილად ადით ძირებამდე.

9. დაივიწყეთ თმის ფორმირებისთვის საჭირო ტექნიკის ხშირი გამოყენება.

თმის საშრობი, უთო და ასეთი მოწყობილობები თმას აკარგვინებს ტენს, ხდის მშრალს და მტვრევადს. თუ უარს ვერ ამბობთ ამ ტექნიკებზე, არ დაგავიწყდეთ თერმულობისგან დამცავი სპრეის გამოყენება.

8. გამოიყენეთ ფენი სწორად

თავიდან მსუბუქად შეიშრეთ თმა ბამბის პირსახოცით. შემდეგ ფენით დაიწყეთ ბოლოების შეშრობა.

როცა თმა სველია, არაუშავს, თუ ფენს მაქსიმალურად აუწევთ, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა უნდა შეამციროთ ტემპერატურა.

თმის შრობა ფენის ცივი ჰაერით დაასრულეთ.

7. იკვებეთ სწორად 

ეცადეთ მიიღოთ თუთიით, ცილებითა და კალციუმით მდიდარი საკვები. მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს, ბევრ ტკბილეულს და ცომს. მიირთვით მეტი პარკოსანი, თევზი, თხილეული, წიწიბურა და ხორბალი.

6. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას

ხშირად მტვრევადი თმა ჯანმრთელობის პრობლემების გამოხატულებაცაა. ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰორმონალური დაავადებები, სტრესი ან დიაბეტი. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ტრიქოლოგს.

5. ატარეთ ქუდი

კეპის ან ქუდის ტარება თმას კარგად იცავს მზისგან. შალის ქსოვილის ქუდი კი ზამთრის პერიოდში კარგი პარტნიორია. ქუდი უნდა იყოს კომფორტული და არ უნდა გიჭერდეთ თავზე.

4. გარეცხეთ სავარცხელი

სავარცხელს კვირაში ერთხელ თბილი წყლით რეცხვა სჭირდება. ასევე თუ სავარცხელი დაძველდა, არ დაგავიწყდეთ მისი გამოცვლა.

3. მოიწესრიგეთ თმა

მნიშვნელოვანია, რომ 2 თვეში ერთხელ მაინც შეიჭრათ თმის ბოლოები მაინც, რათა მათი გაყოფა თავიდან აირიდოთ.

2. დაიძინეთ გაშლილი ან დაწმული თმით 

თუ თქვენი თმა გრძელი ან საშუალო სიგრძისაა, შეგიძლიათ ნაწნავიც გაიკეთოთ. ეს დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში.

1. გამოიყენეთ ვაზელინი თმის ზრდისთვის

ხშირად თმის ღერების გაყოფისა და მტვრევადობის მიზეზი მისი სიმშრალეა. კანის მსგავსად, თმასაც სურს რეგულარული დატენიანება ჯანმრთელობის, სიძლიერისა და ბზინვარების შენარჩუნებისთვის. ვაზელინი კი იდეალურად ატენიანებს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას.

თქვენ როგორ უვლით თმას? გაგვიზიარეთ რჩევები კომენტარებში!