მთავარი ჯანმრთელობა 9 საკვები, რომლის მირთმევა ღამითაც კი უსაფრთხოა

9 საკვები, რომლის მირთმევა ღამითაც კი უსაფრთხოა

by Keti

ზოგ ადამიანს ღამე საერთოდ არ სურს ჭამა, თუმცა ზოგს საკმაოდ უჭირს ამ ჩვევის დათმობა. აღმოჩნდა, რომ თუ მაინცდამაინც დონატებსა და ძეხვეულს არ ვჭამთ, ღამის ხემსი არც ისე საფრთხისშემცველია.

არსებობს პროდუქტების რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც შეგიძლიათ ღამის საათებშიც მშვიდად მიირთვათ.

1. ყველი

ჰარვარდის მეცნიერების თქმით, მშიერი დაძინება ისეთივე ცუდია, როგორც ძილის წინ ზედმეტი ჭამა. ამიტომ შეგიძლიათ რაიმე მსუბუქი მიირთვათ, მაგალითად, ყველის რამდენიმე ნაჭერი.

2. იუგურტი

კვების ექსპერტების განცხადებით, ბერძნული იოგურტი ღამის იდეალური ხემსია. ის არ შეიცავს შაქარს, მაგრამ სავსეა ცილებით. აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ ეს პროდუქტი თან გვანაყრებს და თან ორგანიზმს მეტი კალორიის დაწვაში ხმარება.

3. კრეკერები

აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი, არამედ მსხვილად დაღერღილი ხორბლის კრეკერები. მისი მირთმევა არც ძილს დაგირღვევთ და არც ჯანმრთელობას.

4. პოპკორნი

კვების ექსპერტის – ერიკა კანალის – რჩევით, უმარილო პოპკორნი საუკეთესო ხემსია ღამით. ის საერთოდ არ იმოქმედებს ფიგურაზე.

5. კვერცხი

ერთ მოხარშულ კვერცხში მხოლოდ 75 კილოკალორიაა, ასე რომ, ღამით ეს პროდუქტიც გამოგადგებათ. ერიკა კანალის თქმით, ასეთი საკვები დილამდე დაგავიწყებთ შიმშილს და არც ფიგურას დაემუქრება.

6. ბოსტნეული

თუ ღამის შიმშილს ვერ უმკლავდებით და არც ერთი ტიპის საკვები გყოფნით, შეგიძლიათ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა მოიმზადოთ.

ჩვენ გირჩევთ მწვანე ბოსტნეულს, ისინი ბევრად სასარგებლო ნახშირწყლებს შეიცავს.

7. ვაშლის პიურე დარიჩინით

ჯანსაღი კვების სპეციალისტი – კარენ ბორსარი – ტკბილის მოყვარულებს გვირჩევს, რომ მოვიმზადოთ ვაშლის სოუსი დარიჩინთან ერთად. შეგიძლიათ ცოტა ქიშმიშიც დაამატოთ.

8. ერთი ჭიქა ალუბლის წვენი

ცხადია, ბუნებრივ, ახალდაწურულ წვენს ვგულისხმობთ და არა მაღაზიაში ნაყიდს. კვლევის თანახმად, ალუბალს დადებითი გავლენა აქვს ძილის ხარისხზე, მას ხდის უფრო ხარისხიანს და ხანგრძლივს.

9. ბანანი

ბანანი ადვილად მოინელება და ასევე ხელს უწყობს მშვიდ ძილს. ის შეიცავს ბევრ ფოსფორს და მაგნიუმს, რაც მოდუნებაში გვეხმარება. ბანანის შემცველობაში ასევე შედის მელატონინი და ეს უკანასკნელიც აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ბონუსი: ყველაზე უარესი ხემსი ღამით

  • მარტივი ნახშირწყლები. როგორიცაა ცომეული და ბევრი შაქრის შემცველი ტკბილეული.
  • ალკოჰოლი. ის ხელს უწყობს სხეულის დეჰიდრატაციას და აუცილებლად გაგაღვიძებთ ღამით.
  • მარილიანი და ცხარე საკვები. ამ შემთხვევაშიც წყურვილის ან გულძმარვის შეგრძნება აუცილებლად დაგიფრთხობთ ძილს.

თქვენ თუ გიყვართ ღამით ჭამა? რა ტიპის კერძებს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!