საბჭოთა პერიოდის ტანსაცმელი, რომელთა ტარებაზეც დღესაც არ ვიტყოდით უარს

by Keti Alaverdashvili

ყველამ იცის გამოთქმა: ,,მოდა ბრუნავს.” ტრენდები იცვლება, მივიწყებას ეცემა და შემდეგ ისევ ბრუნდება. დღეს ბევრ ადამიანს მოსწონს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო პოპულარული.

როგორც ჩანს, 2021 წელს, წარსულის მოდის ზოდიერთი ნიმუში ისევ ფეხს იკიდებს. გაეცანით ცნობილ კოლექციებს:

მხიარული უჯრედები

ეს პრინტი 70იან წლებში იყო პოპულარული, 2021 წელს კი კვლავ დაბრუნდა. გასულ სეზონზეც კი დიზაინერები მოდურ და კუბოკრულ ლუქებს ქმნიდნენ.

თავისუფალი პლაშები

გრძელი და ქამრიანი პლაშები ქალბატონებს დღესაც ძალიან მოსწონთ. ეს ძალიან კომფორტული და მოხდენილი მოდელია. მისი მოდა არცთუ ისე იშვიათად ბრუნდება და როგორც ჩანს, არც 2021 წელი იქნება გამონაკლისი.

ზაფხულის ნაჭრები

თანდათან მოდას უბრუნდება თხელი და ნატურალური ქსოვილის კაბები. ძალიან ლამაზი და ჯანსაღი ტანსაცმელია.

მაღალი წელის შარვლები და ქვედა ბოლოები

როგორ დავიგრძელოთ ფეხები? ჩაიცვით ისეთი შარვლები, რომლებიც მთლიანად ფარავს წელს. დაიხმარეთ ამისთვის ქამარი და დაელოდეთ შედეგს. თქვენ მოდელის გარეგნობა გაქვთ! იგივე ტრიუკი ვრცელდება ქვედაბოლოებზეც.

კომბინიზონები

ადრე კომბინიზონები სამუშაო ფორმად ითვლებოდა, შემდეგ ისინი თავდათან შემოიჭრა ქალის ზამთრის გარდერობში. თუ ასეთ კომბინიზონს დაამატებთ ლამაზ ქამარს და ქურთუკს, შეგიძლიათ ამ ფორმით პაემანზეც წახვიდეთ.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს სურათები გარკვეულ ნოსტალგიებს იწვევს. თქვენ თუ შემოგრჩათ საბჭოთა დროის რაიმე ტანსაცმელი? თუ ასეა, გაგვიზიარეთ მათი ისტორიები კომენტარებში!

ასევე დაგაინტერესებთ