გთავაზობთ ხელით დამზადებულ საუკეთესო საახალწლო დეკორაციებს (+ ბონუსი)

by Keti Alaverdashvili

ბევრი ადამიანი ზრდასთან ერთად ხვდება, რომ უფრო რთული ხდება იმ ზღაპრული და ჯადოსნური შეგრძნების შენარჩუნება, რაც ბავშვობის დროს ჰქონდა ახალი წლის მოახლოებისას.

თუმცა დღეს ჩვენ ვეცდებით ეს განცდები დაგიბრუნოთ და ამ რთულ პერიოდშიც კი გაგახალისოთ ხელით დამზადებული საახალწლო დეკორაციების იდეებით. მათი გაკეთება რთული არ არის და არც დიდ დროს მოითხოვს, თუმცა თუ მაინც ვერ მოახერხებთ საჩუქრების თავად დამზადებას, ჩვენ მაინც არ დაგტოვებთ ხელნაკეთი ატრიბუტების გარეშე – სტატიის ბოლოს ბონუსის სახით პატარა საჩუქარს იხილავთ.

1. შალის ძაფისგან დამზადებული ვარსკვლავები

შეგიძლიათ ეს ლამაზი ვარსკვლავი ნაძვის ხეზე, ჭერზე ან ფანჯარაზე ჩამოკიდოთ. ან კედლები მორთოთ მათი დახმარებით. გთავაზობთ ვარსკვლავის მოსამზადებელ ვიდეოს.

  • დაგჭირდებათ: ნებისმიერი ფერისა და სისქის საქსოვი ძაფი, წებო, რამდენიმე ლურსმანი და საჭრელი დაფა.

2. გვირგვინისებური ბურთები ძველი საკიდისგან

შეგიძლიათ ეს ლამაზი ნივთი ერთ საათში დაამზადოთ.

  • დაგჭირდებათ: რამდენიმე ბურთი, ტანსაცმლის ძველი საკიდი, ლენტა.

3. ფიფქებიანი სუფრა

უბრალოდ გამოჭერით ამ ფორმაზე ფიფქები და დააფინეთ სუფრაზე. დაიხმარეთ ბავშვები, მათ კარგად იციან დიდი ფიფქების დამზადება

4. ფერადი ქუდი

იხილეთ დეტალები ვიდეოში.

  • დაგჭირდებათ: ტუალეტის ქაღალდის რგოლი, მაკრატელი, ფერადი ძაფი და კარგი განწყობა.

5. ფოტო ორნამენტები

ფრთხილად მოათავსეთ ფოტოები გამჭვირვალე ბურთებში და გაახარეთ ახლობლები.

დაგჭირდებათ: პლასტმასის ან შუშის ბურთები, ფოტოები, სხვადასხვა გაფორმებები ბურთებისთვის.

6. თოვლის კაცი კარსა და მაცივარზე

ბავშვებს ეს ძალიან მოეწონებათ – მარტივია, სახალისოა და სწრაფად კეთდება. ამ ნაწილების გამოჭრას 3 წლის ბავშვიც შეძლებს, ასე რომ, შეგიძლიათ მათ გააკეთებინოთ. დაგჭირდებათ წრეები, ცხვირი და შარფი. გამოიყენეთ შესაფუთი ლენტი, ფერადი მუყაო და  და წებო.

7. ფიფქები ფანჯარაზე

ეს საინტერესო გზაა წებოს იარაღის გამოსაყენებლად. დახატეთ ან ამობეჭდეთ დიდი ფიფქი, დაადეთ პერგამენტის ქაღალდი და შემოატარეთ გარშემო წებო. გაშრობის შემდეგ კი მიაკარით ფანჯრის ზედაპირს. ნახეთ დეტალები ვიდეოში.

  • დაგჭირდებათ: ფიფქის ნიმუში, პერგამენტი, წებო და ცოტა მოთმინება.

8. ნაძვის ხის ტკბილეული

ამის გაკეთებაც ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ. გააკეთეთ ფერადი ქაღალდისგან სამკუთხედი და მიაწებეთ კბილის ჩხირი. შემდეგ უბტალოდ უნდა ჩაარჭოთ ტკბილეულში.

  • დაგჭირდებათ: ტკბილეული, კბილის ჩხირი, წებო, ფერადი ქაღალდი.

9. ორიგამის ვარსკვლავი

საყვარელი ორიგამის ვარსკვლავი მშვენიერი ნივთია ნაძვის ხის, მაგისის ან კედლის მოსართავად. დეტალები იხილეთ აქ.

10. მოხატული კოვზი

მოხატეთ კოვზები სასურველი დიზაინით და მოათავსეთ ნაძვის ხის გვერდით.

11. თოვლის კაცი წინდისგან

გამოიყენეთ თეთრი წინდები ამ სასაცილო თოვლის კაცისთვის. მოაჭერით წინდას თავი და ჩაყარეთ მასში ბრინჯი, თავისა და კისრის ადგილი კი ძაფით შემოახვიეთ. ბოლოს ღილებით მიაკერეთ თვალები და ცხვირი.

  • დაგჭირდებათ: ბრინჯი, თეთრი წინდა, ღილები და სხვა ნაჭერი შარფისთვის.

12. ძველი ნათურისგან შექმნილი სათამაშო

ნუ გადაყრით გადამწვარ ნათურებს, უბრალოდ შეღებეთ ისინი, მიახატეთ სახე და ჩამოკიდეთ ნაძვის ხეზე. ნათურის ხრახნი ქუდის ფუნქციას შეითავსებს,

ბონუსი:

იმედი გვაქვს, ჩვენი იდეები მოგეწონათ და თავადაც სცდით მათ გაკეთებას. თუმცა თუ საკმარისი დრო არ გაქვთ საახალწლო სათამაშოების დასამზადებლად, არაუშავს, ჩვენ ამ შემთხვევაშიც შემოგთავაზებთ გამოსავალს. ქართულ ბაზარზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ერთი არაჩვეულებრივი კომპანია, რომელიც ძალიან საყვარელ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, თანაც უაღრესად ხელმისაწვდომ ფასად. Handmade by Sophie ახლა უკვე უნიკალური დიზაინის მქონე საახალწლო საჩუქრებსაც გვთავაზობს. ასე რომ, თუ მეტისმეტად დაკავებული ხართ და სახლში ვერ ამზადებთ საშობაო დეკორაციებს, გამოდის, ეს ადგილი თქვენთვის შექმნილა!

გთავაზობთ აღნიშნული კომპანიის რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს:

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!

ასევე დაგაინტერესებთ