35+ ფილმი სიყვარულზე, რომელიც ჭკუიდან გადაგიყვანთ

by guramus

სიყვარულზე უამრავი ფილმი არის შექმნილი. არსებობენ ფილმები, რომლებიც რომანტიულ, მგრძნობიარე, ნაზ სიყვარულზეა და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გიჟურ გრძნობებზეა. გზად ყველაფერს ანადგურებენ, ცვლიან ბედისწერას და უპირისპირდებიან მთელ სამყაროს.

შესაძლოა ისე ბედნიერად არ დასრულდეს მათი სიუჟეტი, როგორც რომანტიული კომედიები სრულდება, თუმცა ასეთი ფილმების ყურება ნამდვილად ღირს. ისინი ხომ ყველაზე უნაკლო გრძნობებს ასახავენ.

გთავაზობთ 35+ შესანიშნავ ფილმს, რომელთა სიუჟეტიც ყველა ადამიანს გულს გაუთბობს, აატირებს, გააცინებს და კარგ ხასიათზე დააყენებს. ნამდვილი სიყვარული ხომ ყველაზე სასიამოვნო საყურებელია.

36
 ფიცი (THE VOW)

ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი (მაკადამსი) და ლეო (ტატუმი) ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი.

35
უდაბნოს დედოფალი (QUEEN OF THE DESERT)

ფილმში ცნობილი ბრიტანელი მწერლის და ჯაშუშის, აღმოსავლეთის მკვლევარის გერტრუდა ბელის ისტორიაა მოთხრობილი.

34
ანა და მეფე (ANNA AND THE KING)

ეპიური სურათი, კლასიკური სიყვარულის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ფილმში თამაშობენ ჯოდი ფოსტერი და ჩოუ იუნ-ფატი. სკოლის მასწავლებელი ინგლისიდან ანა ლეონოვენცი ჩამოვიდა მეფე მონგკუტას კარზე ეკზოტიკურ სიამში. ის ასწავლის მეფის შვილებს. მოულოდნელად დასავლეთური მგრძნობიარობა აქ ხვდება აღმოსავლეთის მფლობელის ფსიქოლოგიას. ანა და მეფე– ეს არის ფილმი, რომელიც გადაღებულია მამაცი გულისა და ინგლისელი პაციენტის საუკეთესო ტრადიციებით. შედევრი, რომელიც აღსავსეა ვნებითა და თავგადასავლებით.

33
აფრიკიდან (OUT OF AFRICA)

ფილმი “აფრიკიდან” მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.

32
სახიფათო სილამაზე (DANGEROUS BEAUTY)

მე XVI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი კურტიზანი ქალის სიყვარულის სკანდალური ამბავი. მის სუფთა გულს ჭეშმარიტი სიყვარული სტანჯავს ერთი ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მაღალ წრეს ეკუთვნის.

31
ყველაფრის თეორია (THE THEORY OF EVERYTHING)

ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მისი მეუღლის ურთიერთობაზე.

30
უხილავი ქალი (THE INVISIBLE WOMAN)

ფილმში მოთხრობილია ჩარლზ დიკენსის და ახალგაზრდა მსახიობის ელენ ტერნანის სიყვარულის ისტორია. მათი რომანი დაიწყო 1857 წელს და 13 წელი გრძელდებოდა.

29
ადმირალი (ADMIRAL)

ისტორიული ფილმი სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო ოფიცრის, ადმირალ ალექსანდრე კოლჩაკის შესახებ.

28
ბრწყინვალე გონება (A BEAUTIFUL MIND)

პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის,რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში.ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს.თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა.

27
ზღვარის გადაკვეთა (WALK THE LINE)

ქანთრი მუსიკის ლეგენდის ჯონი ქეშის ცხოვრების ისტორია. მისი პირველი წარმატებები, წლები როცა ის ცნობილ სანი რექორდში წერდა მუსიკას, ელვის პრესლის, ჯერი ლი ლიუსის და კარლ პერკინსის პარალელურად.

26
 აკრძალული სიყვარული (THE EDGE OF LOVE)

ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ – კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ – ვერა ფილიპსს და მის ქმარს – ვილიამ კილიკს შორის იყო.

25
გახდე ჯეინი (BECOMING JANE)

ჯეინ ოსტინის ბიოგრაფიული პორტრეტი და მისი რომანი ახალგაზრდა ირლანდიელთან.

24
ახალი სამყარო (THE NEW WORLD)

1607 წლის აპრილში, 3 ინგლისური ხომალდი, რომლის გემბანზედაც 103 ადამიანი იყო, მიადგა ნაპირს, რომელიც სამიათასი მილით იყო დაშორებული მათი მშობლიური ინგლისიდან.

23
კოლონია (COLONIA)

ახალგაზრდა ქალი ეძებს თავის გატაცებულ შეყვარებულს. ძიებას ის კოლონია დიგნიდადში მიჰყავს. სექტიდან არასოდეს არავინ გაქცეულა.

22
ჭამე, ილოცე, შეიყვარე (EAT PRAY LOVE)

ლიზ გილბერტს ( ჯულია რობერტსი) ჰქონდა ყველაფერი რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში,იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე…

21
უკანასკნელი ტანგო პარიზში (LAST TANGO IN PARIS)

45 წლის პარიზელი მამაკაცისა და 20 წლის გოგონას ურთიერთობა. მამაკაცი ცოლის სიკვდილს განიცდის, გოგონა კი ახალგაზრდა რეჟისორზეა დანიშნული, რომლის სახელიც კი არ იცის. ქალის და მამაკაცის გრძნობები ვერნაირ ჩარჩოში ვეღარ ექცევა.

20
ბედის ვარსკვლავის ბრალია (THE FAULT IN OUR STARS)

ჰეიზელი კიბოთია დაავადებული. იგი მხარდამჭერთა გუნდში მოხვდება, სადაც ავგუსტს გაიცნობს. წყვილი სამოგზაუროდ მიდის, სადაც უამრავი თავგადასავალი და ცხოვრებისეული გაკვეთილი ელოდებათ.

19
საზღვრებს მიღმა (BEYOND BORDERS)

ნიკი და სარა ერთმანეთს სამსახურმა დააკავშირა. სამშვიდობო მისიები მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ადგილებში მათ სიყვარულს სულ უფრო მეტად აძლიერებს.

18
 საყვარლები ხიდზე (THE LOVERS ON THE BRIDGE)

ალექსის და მიშელის სიყვარული პარიზში ვითარდება. ეს ქალაქი ხომ გრძნობების ცენტრია. ალექსი ახალგაზრდა მხატვარია, მიშელი კი ალკოჰოლიკია.

17
 მწარე მთვარე (BITTER MOON)

ოსკარი და მიმი პარიზის ერთერთ ავტობუსში შეხვდნენ და მას შემდეგ ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. საქმე კი იქამდე მივიდა, რომ წყვილმა ერთმანეთი გაანადგურა.

16
გამაოგნებელი სიყვარული (PUNCH-DRUNK LOVE)

ბარი 30 წლის არის და ჯერაც არ შეუძლია გოგონებთან ურთიერთობა. ის მერვე შვილია ოჯახში, სადაც 7 გოგონაა. დების გავლენით ბარის კომპლექსები აქვს. მან აუცილებლად უნდა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, რათა შეძლოს მეორე ნახევრის პოვნა.

15
ათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND)

რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთ დღეს გონებას გავისუფთავებთ და წარსულ მოგონებებს დავივიწყებთ? მოგვცემს კი ცხოვრება მოგონებებიდან გაქცევის საშუალებას? იქნებ ყველაფერი წრიულად მოძრაობს და გაქცევის მიუხედავად მაინც დავუბრუნდეთ წარსულში?!

14
 ციდან სამ მეტრზე (THREE STEPS ABOVE HEAVEN)

ისტორია ორი საპირისპირო შეხედულების მქონე ადამიანზეა. გოგონა მდიდარი ოჯახიდან არის. ბიჭი კი ქუჩური, თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს. რა მოხდება თუ მათ ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდებათ?

13
გაბედე და შემიყვარე (LOVE ME IF YOU DARE)

სოფი და ჯულიენი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ დიდი დრო ჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

ფილმი , რომელშიც მელოდრამისა და კომედიის დიდი რაოდენობაა, ის ფილმი ძალიან დინამიური , ემოციური და სახალისო გამოდის. მსგავსი სახის ეკრანიზებული სურათი საჭიროა იმისთვის, რომ კარგი განწყობა შეიქმნა და დრო კარგად გაატარო.

12
შიშველი სიმართლე (THE UGLY TRUTH)

გამორჩეული ფილმია, რომელშიც მართლა ხარისხიანად არის გადანწილებული ეს ორი ჟანრი. ამ ფილმს შეუძლია ყველანაირი სიამოვნება მოგიტანოთ, როგორც მელოდრამაში, ისე კომედიაში.

“ორნაირი ადამიანი უნდა იყო, გარყვნილიც და პატიოსანი, წმინდანიც და ცოდვილიც.”

11
ჰითჩი (HITCH)

ეს ფილმი ლუზერ მამაკაცებს ანახეთ . ჭეშმარიტი სიის წევრია, რომელსაც შეუძლია გართობასთან ერთად, რომანტიკული წერტილები გამოგიფხიზლოს.

“ცხოვრება ითვლება არა ჩასუნთქვა-ამოსუნთვის რაოდენობით, არამედ იმ მომენტებით, რომლებმაც სუნთქვა შეგიკრეს”

10
როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში (HOW TO LOSE GUY IN TEN DAYS)

ესეც მორიგი ფილმია, რომელიც ზემო ორის სცენარის იდეისგან არაფრით არ განსხვავდება. მასშიც არის ხარისხიანი მსახიობები და ის მელოდრამა თუ კომედია, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება.

“იმას ვერ დაკარგავ, რაც არასდროს არ გქონია”

9
უგონოდ შეყვარებული (MOZART AND THE WHALE)

დონალდი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა. მას გონებაში მხოლოდ ფორმულები და რთული რიცხვები უტრიალებს. დონალდს სხვა არაფერზე შეუძლია ფიქრი, გარდა გამოთვლებისა. თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იგი იზაბელს შეხვდება. გოგონა მისთვის ახალი გამოწვევაა. ახალი ფორმულა, რომელიც უნდა ამოხსნას.

8
შეშლილი და მშვენიერი (CRAZY/BEAUTIFUL)

ნიკოლი 17 წლის ახალგაზრდაა. მამამისი კონგრესმენია და ქალიშვილს ყველაფრის უფლებას აძლევს. კარლოსი კი ღარიბი უბნიდან არის. მათი სიყვარული ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. თუმცა ნამდვილ გრძნობას ვერაფერი დაუდგება წინ.

7
დროის შესახებ (ABOUT TIME)

პერსპექტიული იურისტი ტიმი დროში მოგზაურობის ნიჭით არის დაჯილდოებული. მისი ეს თვისება 1-2-ად მომგებიანია, როცა საქმე საყვარელ ქალს ეხება.

6
ფეხშიშველი (BARFUSS)

ნიკი ფსიქიატრიულში დამლაგებლად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ოჯახიდან არის, მას მაინც უჭირს ფინანსურად. ერთ დღეს იგი ლაილას გაიცნობს. მათი სიყვარული პირველივე შეხვედრიდან იწყება.

5
შეყვარებული შექსპირი (SHAKESPEARE IN LOVE)

თვით უდიდესი დრამატურგიც კი მუზის გარეშეა დარჩენილი. უიმედო მდგომარეობაა. რა უნდა ქნას შექსპირმა, თუ ვერ განაგრძო პიესების წერა? უფულო და უიმედო მდგომარეობაში მყოფი უილიამი ვიოლას ხვდება. ქალი მისთვის ყველაფერია.

4
მოდი ვიცეკვოთ (SHALL WE DANCE)

ქალაქური ცხოვრებისგან გადაღლილი ადვოკატი სამეჯლისო ცეკვების გაკვეთილებს ესწრება. უწყინარი გართობა და განტვირთვის სურვილი მას ნამდვილ სიყვარულს ახვედრებს.

3
უბის წიგნაკი (THE NOTEBOOK)

ქალაქელი გოგონა მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებს. იქ მას უდიდესი სიყვარული ეწვევა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო დაკარგავს.

2
სახლი ტბის პირას (THE LAKE HOUSE)

მომხიბვლელი ექიმი ყიდულობს უჩვეულო სახლს ტბის პირას, სახლის ძველი პატრონი მას სასიყვარულო წერილებს უგზავნის. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება.

1
შერეკილები

ერთაოზი და ბიძია ბაბუა ერთმანეთს ციხეში გაიცნობენ. იქ მათ საერთო მიზანი გააერთიანებთ. ორივეს სურვილია ააგონ ცათმფრენი და გაიქცნენ. ერთაოზი მარგარიტას მოტაცებას აპირებს, ბიძია ბაბუას კი სატრფოს საფლავზე იების თაიგულის გადაგდება უნდა. მათი სურვილი იმდენად დიდია, რომ ციხის კედლები დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ