მთავარი ჯანმრთელობა აი, რომელ 5 პროდუქტს უნდა დაადოთ ტაბუ მენოპაუზის დროს

აი, რომელ 5 პროდუქტს უნდა დაადოთ ტაბუ მენოპაუზის დროს

by Keti

მე აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც 50 წლის შემდეგაც მშვენივრად გამოიყურებიან. საუბარი მაქვს არა პლასტიკური ქირურგიით ჩარევაზე, არამედ ქალბატონებზე, რომლებმაც თავიანთი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება შეძლეს. მაგრამ ეს ადამიანებიც, ამ შემთხვევაში, ქალები, განიცდიან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს. დარწმუნებული ვარ, მათ დაახლოებით იციან, თუ რა უნდა მიირთვან მენოპაუზის პერიოდში.

ამ საკითხის შესწავლა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჩემმა ერთმა კოლეგამ აღიარა, რომ 55 წლის შემდეგ მისი დიეტა ძალიან შეიცვალა. მისი თქმთ შემდეგი საკვების არმიღება მის ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის:

ყავა

ექსპერტები ყავის გამამხნევებელ თვისებებს ხსნიან მასში კოფეინის არსებობით, რაც ასტიმულირებს ადამიანის ნერვული სისტემის მუშაობას. მენოპაუზის პერიოდში ხშირია ძილის პრობლემები და ციებ-ცხელება, ყავა კი მხოლოდ გააუარესებს მოვლენებს.

ამიტომ, მრავალი ექიმი 50 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევს საერთოდ უარი თქვან ამ სასმელზე. თუ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ყავის გარეშე, დოზა მაინც შეამცირეთ. ასევე, სცადეთ ეს სასმელი დალიოთ დილით.

ცხარე

იგივე ეხება ცხარე სანელებლებს. ისინი ნერვულ სისტემას აღიზიანებენ და ამით მენოპაუზის ახალი სიმპტომების გამოვლენის პროვოცირებას ახდენენ. თუ საყვარელ ცხარე საკვებზე უარს ვერ ამბობთ, შეამცირეთ ყოველდღიური რაოდენობა. ასევე, დარწმუნდით, რომ გაქვთ რაიმე “გამანეიტრალებელი”. მაგალითად, მიირთვით ცხარე კერძი კეფირის ჭიქასთან ერთად.

ტკბილი

მენოპაუზა ხასიათდება ჰორმონების დისბალანსით, რაც იწვევს ქალის სხეულში ცხელ ალებს, განწყობის მოულოდნელ ცვლილებებს, უძილობას და, რა თქმა უნდა, წონის მატებას. ამ პერიოდში ბევრი გრძნობს ტკბილეულის მიმართ დაუძლეველი სურვილს.

მაგრამ შაქარი არ ეხმარება სხეულს ამ სიმპტომებთან ბრძოლაში, ის მხოლოდ აუარესებს მათ. რაც უფრო მეტს ვჭამთ შაქრის შემცველ საკვებს, მით უფრო უარესად ვხდებით. ეს მოქმედებს კანზე, ფიგურაზე და განწყობაზე.

ფასტ ფუდი

ჰორმონალური ცვლილებების გამო, ქალს მენოპაუზის პერიოდში უფრო მეტად ემუქრება გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი, ვიდრე ოდესმე. ამიტომ მნიშვნელოვანია შეიზღუდოს ან თავიდან იქნას აცილებული საკვები, რომელიც შეიცავს არასასარგებლო ცხიმებს.

ალკოჰოლი

გსმენიათ , რომ ღამით ერთი ჭიქა ღვინის დალევა ძილის ხარისხს აუმჯობესებს? მინდა გითხრათ, რომ ეს მითია. ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ღვინო, ამცირებს მელატონინის გამომუშავებას, რის შედეგადაც სხეული ვერ მშვიდდება და სათანადოდ ვერ ისვენებს. ძილისთვის უფრო შესაფერისი სასმელია მცენარეული ჩაი, ცხელი რძე ან კაკაო.

გეთანხმებით, რომ ამ საკვების უმეტეს ნაწილზე უარის თქმა მავნე ჩვევაზე უარის თქმას ჰგავს. დიახ, თქვენ შეგიძლიათ კვლავ იკამათოთ შავი ყავისა და ერთი ჭიქა წითელი ღვინის სარგებლობაზე კვირაში ერთხელ, მაგრამ იცოდეთ, რომ ტკბილი და სწრაფი კვება თქვენს ორგანიზმს არანაირ სარგებელს არ მოუტანს.

თქვენ რა საკვებს ანიჭებთ უპირატესობას მენოპაუზის პერიოდში? რით იზღუდავთ თავს? გაგვიზიარე შენი გამოცდილება კომენტარებში!