მთავარი ფილმები ფილმები, რომლებიც შემოდგომის სუსხიან და მყუდრო საღამოს უნდა ნახოთ

ფილმები, რომლებიც შემოდგომის სუსხიან და მყუდრო საღამოს უნდა ნახოთ

by guramus

როცა ზაფხული მიიწურება და დღე ღამესთან შედარებით პატარავდება, სიცხეს სიგრილე ანაცვლებს და სასიამოვნო სიგრილე სიმყუდროვის განცდას უფრო მეტად ამძაფრებს. ამ დროს განსაკუთრებით სასიამოვნოა კომფორტულ სავარძელში მოკალათება, ღუნღულა პლედში ტოლმასავით გახვევა ცხელ ჩაისთან ერთად და მყუდრო, სასიამოვნო, ზედმეტი დაძაბულობების და ექშენების გარეშე არსებული ფილმების ყურება.

იმისათვის რომ ძებნაში დიდი დრო არ დაკარგოთ და სიმყუდროვე და სიმშვიდე არ დაგერღვეთ, ჩვენ წინასწარ მოგიძებნეთ და შეგირჩიეთ ფილმები, რომლებიც შემოდგომით უნდა ნახოთ:

 

1. მკვდარი პოეტების საზოგადოება / Dead Poets Society

შესანიშნავი პროვოკაციულ-დამაფიქრებელი დრამა, სადაც მოქმედება ერთერთ ბიჭების ელიტარულ სკოლაში ვითარდება.

 

2. შესანიშნავი მისტერ ფოქსი / Fantastic Mr. Fox

ანიმაციური ფილმი, სადაც შემოდგომის განწყობა შესანიშნავად იგრძნობა მომნუსხველი პერსონაჟებით და შთამაგონებელი ისტორიით.

 

3. როცა ჰარი შეხვდა სალის / When Harry Met Sally…

კლასიკური რომანტიული კომედია ჰეფი ენდით და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.

 

4. კოშმარი შობის წინ / The Nightmare Before Christmas

ტიმ ბარტონის შეუდარებელი ანიმაცია, რომელიც ჰელოუინის და შობის მიქსს გვთავაზობს, ნამდვილად სწორი არჩევანია შემოდგომის მყუდრო საღამოებისთვის.

 

5. შემოდგომა ნიუ იორკში / Autumn in New York

კიდევ ერთი კლასიკური რომანტიული კომედია, რომელიც სიყვარულთან ერთად შემოდგომის ნიუ იორკს და ფერთა ულამაზეს პალიტრას გვიჩვენებს.

 

6. ფოკუს-პოკუსი / Hocus Pocus

გასართობი და ნოსტალგიური ფილმი, რომელიც კიდევ ერთი შესანიშნავი არჩევანი იქნება საშემოდგომოდ.

 

7. პრაქტიკული მაგია / Practical Magic

ფილმი, რომელშიც ყველასთვის უსაყვარლესი მსახიობები თამაშობენ, აერთიანებს სიყვარულის, ოჯახის და სუპერძალების თემატიკებს. გვერწმუნეთ, ძალიან სასიამოვნო საყურებელია.

 

8. ოქტომბრის ცა / October Sky

ფილმში მოქმედება 50-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. სიუჟეტი არნახულად გადმოსცემს ამერიკული შემოდგომის განსაკუთრებულობას.

 

9. თქვენთვის წერილია / You’ve Got Mail

და ბოლოს, კიდევ ერთი ლეგენდარული რომანტიული კომედია, რომელიც ახალი საწყისების, სიახლეების, ნამდვილი სიყვარულის და ბედნიერების შესახებ არის.

თქვენ რომელ ფილმს დაამატებდით სიაში?