მთავარი ახალი ამბები სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ – მანანა ნიკოლაიშვილი

სასწრაფოდ დააბრუნონ გამოცდები! მთელი თაობები წამოვიდა საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ – მანანა ნიკოლაიშვილი

by lana

“ათი წელია უკვე გამოცდები მოხსნილია და უკვე ათი წელია ბავშვები სკოლაში აღარ დადიან. მთელი თაობები წამოვიდა, უკვე საკუთარ გვარს და სახელს ვეღარ წერენ და ორჯერ ორი არ იციან, სხვა საგნებზე ხომ ზედმეტია საუბარი. ხარისხი განულებულია,” – აცხადებს განათლების დარგის ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, სკოლებში მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში ბავშვები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან, რისი მიზეზიც არის დროში გაწელილი პროგრამა და ის, რომ სკოლებში კლასიდან კლასში გადასაყვანი და საატესტატო გამოცდები გაუქმებულია.

მისი თქმით, სასკოლო განათლების სისტემა პოლიტიკურ გათვლებს ეწირება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოპოზიცია რეალური პრობლემების წარმოჩინების ნაცვლად აქცენტს არაპერსპექტიულ საკითხებზე აკეთებს.

28 ნოემბერს განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს პარლამენტში დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს, საკვანძო საკითხები კი იყო მასწავლებლების ხელფასები, სკოლებში ახალგახრდა კადრების დასაქმება, მოსწავლეების კვება და უფიქრია თუ არა განათლების სამინისტროს, რომ 11-წლიანი გახადოს სწვალება. ამის საპასუხოდ კი გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სისტემის შეცვლა არ იგეგმება.
11 კლასზე საუბარიც არ ღირს. ის, რომ მე-12 კლასში დაბალი დასწრებაა, არ ნიშნავს სასკოლო პროგრამა 11-წლიან სასწავლო წელს დაუბრუნდეს. რაც შეეხება მე-12 კლასს და რეპეტიტორებს, – ვიცი ეს პრობლემა. სხვათა შორის რეპეტიტორობის ინსტიტუტი ცუდი პრაქტიკა არ არის და განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს, უბრალოდ ჩვენთან მან სამწუხაროდ ცოტა სხვა დანიშნულება შეიძინა. ითქვა, რომ თუ ადამიანი რეპეტიტორთან არ მოემზადა, ეროვნულ გამოცდებს ვერ დაძლევს – შესაძლოა ასეა, მაგრამ შესაძლოა რიგ შემთხვევაში ასე არც არის. ცალსახად ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები მაგრამ ერთი ფაქტია – ჩვენი მთავარი დასაფიქრებელი და ამოცანა მანდ არის – რატომ არის საზომი და ამოცანა ბავშვისთვის ეროვნული გამოცდების ჩაბარება! თუ გნებავთ რეალურ განათლების პრობლემის დისკუსიის თემაში შევიდეთ, ამ ჭრილში უნდა გადავიტანოთ დისკუსია.

რაც შეეხება რეპეტიტორებს, ის ცვლილებები რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში დავაანონსე – ეროვნული შეფასება, რომელიც გულისხმობს ბავშვის ტრანზიციას უმაღლეს განათლებაში, პროფესიული განათლების აქტიურად შემოტანას ზოგად განათლებაში – ამ მიდგომით მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდის მერე ბავშვებს დავუბრუნებთ საშუალო საფეხურის, ანუ მე-9 მე-12 კლასს ვგულისხმობ, დანიშნულებას,” – განაცხადა მინისტრმა.