მთავარი ფილმები 15+ გასაოცრად პოზიტიური ფილმი, რომელიც მოტივაციას აგიმაღლებთ

15+ გასაოცრად პოზიტიური ფილმი, რომელიც მოტივაციას აგიმაღლებთ

by guramus

სხვადასხვა ფილმები განსხვავებულ ხასიათსა და პიროვნულობას ერგება. შესაძლოა მოგწონდეთ კომედიები, რომანტიული ფილმები, თრილერები, მაგრამ წარმოგიდგენთ მათ, რომლებიც არც-ერთ კატეგორიაში არ გადიან, ისინი ცრემლის ან ღიმილისკენ კი არ არიან მიმართული, მოტივაციას გმატებენ, გაგრძნობინებენ, რომ ყველაფერს შეძლებ თუკი მიზანს დაისახავ.

აი, ფილმები , რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებთ

1. ყველაზე სწრაფი ინდიელი

Burt Munro ცხოვრების დიდ ნაწილს თავისი ოცნების ასრულებას უთმობს- რომ შეაკეთოს თავისი ძველი მოტოციკლი და სარბოლო მონსტრად აქციოს, რათა სიჩქარეში მსოფლიო რეკორდი დაამყაროს.

2. მწვრთნელი კარტერი

ეს ნამდვილ ამბავზე გადაღებული ფილმია, რომელიც სკოლის კალათბურთის გუნდსა და მის მწვრთნელზე მოგვითხრობს. კენ კარტერი უჩვეულო გადაწყვეტილებას იღებს- უკრძალავს მოსწავლეებს სავარჯიშოდ მისვლას, ვიდრე სკოლის ყველა საგანში ნიშნებს არ გამოასწორებენ.

3. უკან დასაბრუნებელი გზა

ამბავი სამწუხაროცაა და სახალისოც, გამაცოცხლებელი, როგორც ზღვაზე მონაბერი ქარი. ის ეხება ცხოვრების მნიშვნელოვან, რთულ მომენტს, როდესაც ბიჭი კაცი ხდება. მთავარი გმირი გასართობ პარკში მუშაობს, სადაც ახალ მეგობრებს გაიცნობს. ისინი ეხმარებიან საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში.

4. ჩვეულებრივი ამბავი

73 წლის მოხუცი ალვინ სტრეიტი გაიგებს, რომ მის ძმას, რომელსაც წლებია არ დაკავშირებია, ინსულტმა დაარტყა. ალვინს მართვის მოწმობა არ აქვს, ამიტომ გადაწყვეტს უცნაური თავგადასვლის დაწყებას – ის იყიდის გაზონის საჭრელ მანქანას და რამდენიმე შტატს მოივლის. გზად კი გაიცნობეს რამდენიმე კარგ და კეთილ ადამიანს და ბოლოს ძმასაც შეხვდება.

5. ყველაფერი კარგადაა

საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფრენკი გადაწყვეტს, ესტუმროს თავის შვილებს, რომლებიც სხვადასხვა შტატში ცხოვრობენ. ამ იმპროვიზებული მოგზაურობის დროს, ის მრავალ მოულოდნელ და საინტერესო ფაქტს გაიგებს საკუთარი ოჯახის შესახებ. ქასთი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. თქვენ იხილავთ რობერტ დე ნიროს, დრეუ ბერიმორის, ქეით ბექინსაილის და სემ როქველის არაჩვეულებრივ პერფომანსებს.

6. ოქრო ხელები

ბენი უმამოდ გაიზარდა, ის არ ყოფილა ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტი და მშვიდი ტემპერამენტი ჰქონდა. დედამისი ყოველთვის დარწმუნებული იყო მის შესაძლებლობებში და ფრთხილად უბიძგებდა ხოლმე წარმატების ახალ საფეხურზე ასასვლელად. საბოლოოდ, საკუთარი ნიჭის, მიზანსწრაფვის, ოჯახის თანადგომის წყალობით ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნეიროქირურგი გახდა აშშ-ში. ეს ფილმი გვასწავლის, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, ჩვენ შეგვიძლია ავიხდინოთ ოცნებები, თუ მცდელობას არ დავაკლებთ.

7. ითამაშე ბექემივით

18 წლის ჯესი ბავშვობიდან მოხიბლული იყო სოკერით, მაგრამ მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ გოგო არ უნდა დასდევდეს ბურთს მოედანზე ბიჭებთან ერთად. თუმცა, ჯესი სოკერის მწვრთნელმა შეამჩნია და მან ის თავის გუნდში აიყვანა. ახლა გოგონამ უნდა მოიკრიბოს ძალა და ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, დაუმტკიცოს, რომ ის იმსახურებს ოცნების ახდენას.

8.ალექსანდრე და საშინელი, აუტანელი, ძალიან ცუდი დღე

დაბადების დღისთვის ალექსანდრე უცნაურ სურვილს ჩაიფიქრებს: მას სურს ერთი დღით მისი ოჯახის თითოეული წევრი მის ადგილას აღმოჩნდეს. კუპერებს კატასტროფული დილა გაუთენდებათ. როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი თავიანთ პრობლემებს, თუ მამას მნიშვნელოვანი საქმიანი ინტერვიუ აქვს, დას გადამწყვეტი როლი აქვს შესასრულებელი, ვაჟს მართვის მოწმობის გამოცდა აქვს ჩასაბარებელი და ამავდროულად გამოსაშვები საღამოს პრინცობა სურს. მოკლედ, ეს ოჯახური კომედია აუცილებლად გაგამხიარულებთ.

9. ერთი შანსი

ეს წარმოუდგენელი და ამაღელვებელი ისტორია არის ერთ ჩვეულებრივ ბრიტანელ ბიჭზე, რომელიც ბავშვობიდან ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა. მან თავისი ოცნება მრავალი რთული წლის შემდეგ აიხდინა, როცა მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში ,,ბრიტანეთს ჰყავს ტალანტი” ეს ფილმი გვეუბნება, რომ არასდროს არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკან მიზნისკემ მიმავალ გზაზე.

10. ახალი დასაწყისი

გრეტა არის კომპოზიტორი და ის ცხოვრობს თავის შეყვარებულთან ერთად. ბარში დენთან, ყოფილ მუსიკოსთან, შეხვერდის შანსმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მათ გადაწყვიტეს ერთად ჩაეწერათ საკუთარი ალბომი, მიუხედავად იმისა რომ მათ არ ჰქონდათ ფული, არც მუსიკოსები, არც ინსტრუმენტები, ისინი არ ნებდებოდნენ და შექმნეს ნამდვილი ხელოვნება, იმ დროის გამნავლობაში .

11. სიყვარული & კალათბურთი

მონიკა და ქვენსი ერთმანეთს შეხვდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბავშვები იყვნენ. ისინი ერთ სკოლაში დადიოდნენ, სეირნობდნენ სკოლის შემდეგ და თამაშობდნენ კალათბურთს. წლების შემდეგ მათი მეგობრობა გადაიქცა ნამდვილ გრძნობად, მაგრამ ცხოვრებამ ისინი დააშორა ერთმანეთს. ქვენსი მიყვება პროფესიონალურ სპორტს და ივიწყებს თავის შეყვარებულს. როგორღაც რამდენიმე წლის შემდეგ მათ გაუჩნდათ შანსი რომ დაეწყოთ თავიდან ურთიერთობა. ეს არის საოცარი ფილმი   ძლიერი და ნამდვილი სიყვარულის შესახებ ორ ადამიანს შორის

12. უიმბდლდონი

ლიზა ახალგაზრდა ტენისის ვარსკლავია.პიტერი ძალიან წარმატებული არ არის, პენსიაზე გასული სპორტსმენია, რომელიც იმედოვნებს, რომ კიდევ ერთხელ ითამაშებს უიმბლდონში.ლიზა და პიტერი სხვადასხვა სახის სამყაროში ცხოვრებენ , მაგრამ რამდენიმე კვირიანი ურთიერთობის შემდეგ, ისინი დაახლოვდებიან და შეუყვარდებათ ერთმანეთი. ეს ბრწყინვალე გრძნობა დაეხმარება, რომ მიაღწიოს წარმატებას და გაიმარჯოს ტურნირში.

13. ორაგულზე ნადირობა იემენში

ლონდონის თევზჭერის ცენტრის დოქტორი ალფრედ ჯონსი მიიღებს შეიხისგან უცნაურ შეთავაზებას: გაუკეთოს ორგანიზება იემენში სპორტულ შეჯიბრს ორაგულის ჭერაში. ძალიან გულწრფელი და გულში ჩამწვდომი ფილმია, რომელიც აგიმაღლებთ მოტივაციას.

14. გოლი

ისევე როგორც მილიონი ბავშვი მთელს მსოფლიოში, სანტიაგოც ოცნებობს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას მოულოდნელი შანსი ეძლევა….

15. ჰარვის უკანასკნელი შანსი

ისედაც პრობლემებში მყოფი მუსიკალური გამფორმებელი ჰარვი შაინი, ქალიშვილის ქორწილის შემდეგ ლონდონიდან ნიუ- იორკში გაფრენას ვერ მოახერხებს და როცა თვითმფრინავის რეისზე დააგვიანებს, სამუშაოს დაკარგავს. დიდებულმა დუეტმა დასტინ ჰოპმანის და ემა ტომფსონის სახით გახადა ეს ფილმი ელეგანტური და რომანტიკული.

D.T.