არსებობს სხვადასხვა შინაარსის ფილმები. ზოგი სიყვარულზეა, ოცნებაზე, ხანგრძილივი ფიქრისთვის და არსებობს ფილმები მხოლოდ ქალებისთვის.
არ არის აუცილებელი წინა პლანზე ტრაგიკომიკური სიყვარულის ისტორია იყოს წამოწეული. ეს ფილმები ქალებს ასწავლის როგორ იყვნენ უფრო მეტად ქალურები.
ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ედიტ პიაფის შესანიშნავი ცხოვრების ეკრანიზაცია. იდეალურად არის ნაჩვენები პარიზის გარეუბნიდან ნიუ იორკის ცენტრში მოხვედრილი ქალის ისტორია.
მონა ლიზას ღიმილი
1953წ. ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი, ქეთრინ უოტსონი უელსლის პრესტიჟულ კოლეჯში იწყებს მუშაობას, სადაც მოსწავლეები მკაცრი მორალური პრინციპებისა და ინტელექტუალური თავისუფლებისაკენ სწრაფვას შორის არჩევანის წინაშე დგანან.
გოგონა მილიონ დოლარად
მობერებული მწვრთნელის – ფრენკი დანის ცხოვრების ერთადერთი აზრი სავარჯიშო დარბაზია, რომელსაც ის ყოფილ მოკრივე ედი დაპრისთან ერთად მართავს. ერთხელაც მასთან რინგზე 31 წლის მეგი ფიცჟერალდი გამოდის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქალების კრივის ვარსკვლავი გახდება.
ეშმაკს აცვია პრადა
პროვინციელი გოგონა ანდრეა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მოდების ჟურნალში, რედაქტორის – მირანდას თანაშემწედ ეწყობა სამუშაოდ.
ცვლილებების გზა
მოქმედება 50-იან წლებში ხდება. მთავარი გმირები პატარა პროვინციური ოჯახის წევრები არიან. ფრენკი და ეიფრილი თავიანთ ოჯახს საშუალო ფენას მიაკუთვნებენ და თვლიან, რომ სხვებისგან განსხვავდებიან. მათ ასევე უდიდესი სურვილი აქვთ პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ცხოვრება მათ არასასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს.
დედოფალი
რა ინტრიგები ბობოქრობენ სინამდვილეში მის აღმატებულება ელისაბედ II-სა და პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის, პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ. რა არის ეს – სამეფო ოჯახის ტრაგედია თუ ტრაურის სახალხო თამაში?..
ერინ ბროკოვიჩი
შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებულ ლამაზმანში, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. სილამაზე და მომხიბვლელობა ეხმარება მას უნახავი წარმატების მიღწევაში, მაგრამ ახლა ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.