ვერძი – თავდაუვიწყარი რომანტიკოსები არიან, მათთან არასოდეს მოიწყენთ, თავს გაგრძნობინებენ ისე, თითქოს დედოფალი ხართ.
კურო – კუროები ცოტა მორცხვები არიან, მაგრამ თუ თავისუფლებას დაპირდებით და მათ კომპლექსებზე არ ითამაშებთ, ძალიან კარგი სექს პარტნიორები არიან.
ტყუპები – ტყუპები ამ საკითხში მოიკოჭლებენ, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ სექსუალურ კმაყოფაზე, ეს კი ნებისმიერი ქალისთვის არასასურველია ლოგინში.
კიბო – კიბოსაც უჭირს ამ საკითხში, ისინი იმდენად ცდილობენ, რომ თავი მაგარ სექსუალურ მანიაკებად წარმოაჩინონ, რომ ავიწყდებათ თუ როგორ არანატურალურად გამოიყურება ეს ყველაფერი.
ამომწურავი ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნების შესახებ.
ლომი – ლომები არიან საუკეთესო სექს პარტნიორები. იქიდან გამომდინარე, რომ მათ უყვართ დომინირება, თქვენ თავს იგრძნობთ, როგორც მათი “სექს სათამაშო”. ამას ბევრი არ აღიარებს, მაგრამ ყველა ქალს მოსწონს სექსი მამაკაცთან, რომელიც საწოლშიც კი ლიდერია.
ქალწული – ქალწულები სექსშიც ქალწულები არიან, გინდ კაცი ყოფილა გინდ ქალი, ვერ გაიგებთ.
სასწორი – სასწორი თავის სახელს ამართლებს და ყველაფრის წონასწორობა უყვარს. არც ბევრ ყურადღებას დაგითმობთ, მაგრამ იმდენ უყურადღებობასაც არ გამოიჩენს, რომ თავი უარყოფილად გაგრძნობინოთ.
მორიელი – მორიელი ლოგინშიც კი გესლიანია. მათ უყვართ თქვენი სუსტი მხარეების გამოვლინება და შემდეგ მათი გამოყენება, რომ გაიძულოთ იმის გაკეთება, რაც მათ უყვართ.
მშვილდოსანი – მშვილდოსანი ელვისებური სისწრაფით დაგახვევთ თავბრუს, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ერთხელ ნახოთ ცხოვრებაში. პირველი მშვილდოსანი ქართველი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ მათ უყვართ ე.წ. “ჯადოსნური სექსი” – გიხმარენ და გაქრებიან.
თხის რქა – თხის რქაც წყალწაღებული რომანტიკოსია, მას აქვს როგორც კაცური, ასევე ქალური მხარე, ეს კი ინდივიდუალურია, ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა.
მერწყული – მერწყული არც თუ ისე კარგი სექსუალური პარტნიორია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ლოგინშიც საკმაოდ პასიური და ზარმაცია.
თევზები – თევზები ლოგინში თავს ისე გრძნობენ, როგორც წყალში, ეს მათი სამფლობელოა და შეუძლიათ ისეთი რაღაცეები განგაცდევინონ, რომ თავბრუ დაგახვიონ.