1.9K
რა არის ჩვენი ცხოვრება? რატომ ვცხოვრობთ? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველას გვაქვს და მთელი ცხორების მანძილზე ვცდილობთ ვიპოვოთ პასუხები. ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს დამაფიქრებელი გამონათვამები ცხოვრებაზე. ამ ბრძნულ გამონათქვამებს თუ გადავავლებთ თვალს, ალბათ, უფრო გაგვიადვილდება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაშ ასე, გთავაზობთ ცნობილი ადამიანების ბრძნულ და დამაფიქრებელ გამონათქვამებს ცხოვრებაზე:
- “ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად, მაშინ ერთხელაც საკმარისია!” ( მერი ჯეინ ვესთი)
- „ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!” (ალბერტ აინშტაინი)
- „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს. ბალანსი რომ შეინარჩუნოთ, საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა!“ (ალბერტ აინშტაინი)
- „სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი,რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!” (რობერტ ფროსტი)
- „მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ მიუხედავად ისევ სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია.” (აგათა კრისტი)
- „ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა.” (ჯორჯ ბერნარდ შოუ)
- „სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია!” (მაჰათმა განდი)
- „შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.” (ჯორჯ ბერნარდ შოუ)
- „კარგი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი. აი, რა არის იდეალური ცხოვრება!” ( მარკ ტვენი)
- „ცხოვრება მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამეა, რომ მასზე სერიოზულად ილაპარაკო.” (ოსკარ უაილდი)
- „ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.” (ერიხ მარია რემარკი)
- „ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.” (ჭაბუა ამირეჯიბი)
- „სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.” (ლაო ძი)
- „ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს- მასავით მოკლე და დასვრილია.” (კონსტანტინე გამსახურდია)
- „ცხოვრებაში ის კი არაა მნიშვნელოვანი, თუ რა ხდება ჩვენს თავს, არამედ ის თუ რა გვახსოვს და როგორ გვახსოვს.” (გაბრიელ გარსია მარკესი)