ზოდიაქოს ნიშნების შესახებ იმდენი სტატია გვაქვს დაწერილი, ალბათ, არცერთ ქართულ საიტზე არ დევს ამდენი. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი თემა გამოგვრჩა და ახლა გვინდა შევავსოთ დანაკლისი. სათაურიდანვე შეიტყობდით რაზე გვაქვს საუბარი.
ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთისგან თითქმის ყველაფრით განსხვავდებიან. ზოგი მათგანი ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი სექსუალურად აქტიურია, ზოგიც ფრიგიდული. ამ სტატიაში კი ზოგადად, ზოდიაქოს ნიშნის ქალების ინტიმურ დეტალებს შევეხოთ. გთავაზობთ ყველა მათგანის ინტიმურ დახასიათებას.
ვერძ ქალში ორი ურთიერთსაპირისპირო აზრი დომინირებს და ებრძვის ერთმანეთს. მას არ უნდა დომინანტი მეორე ნახევარი, თუმცა არც ნაზი ბაჭია ჭირდება გვერდით. მისთვის მთავარია ყველაზე კარგი ყავდეს გვერდით.
კურო ქალი ძალიან თავშეკავებულია ინტიმურ ურთიერთობებში. ის არასოდეს გაგიმართავთ სცენებს მსუბუქი ფლირტის გამო. ასევე, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ძლიერი ვნება არ ახასიათებთ. მათი მატერიალისტური ბუნება იშვიათად ამჟღავნებს ძლიერ გრძნობებს.
ტყუპი ქალი ერთობ ამოუცნობი ინდივიდია. ძნელია გაიგო ვისთან გაქვს ურთიერთობა. იგი ძალიან ტემპერამენტიანია და ვნების ულევი მარაგი აქვს.
კირჩხიბი ვნების ვულკანია. თუ ერთხელ ამოხეთქა, ვერაფერი დაუდგება წინ. მისთვის პარტნიორი ყველაფერზე წინ დგას და მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს.
ლომი ქალი ნამდვილი ძვირფასი ქვაა. აქეთ უნდა ეფერო და ელოლიავო. მისთვის მთავარია სიყვარული და პატივისცემა. თუ მთელ არსებას მიუძღვნით, შეიძლება მცირედი თვითონაც გაიმეტოს.
ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალები მშვიდ, წყნარ ურთიერთობებს ეძებენ და არა შმაგ სიყვარულს. ქალწულისთვის მთავარია სტაბილურობა, მყუდრო სახლი და მშვიდი ოჯახი.