გთავაზობთ ცნობილი პიროვნებების ბრძნულ აზრებს ცხოვრებაზე. ყველა გამონათქვამი გენიალურია და ბევრის სწავლა შეიძლება. თუ მოგეწონებათ, გაუზიარეთ მეგობრებსაც.
“ნუ იკითხავთ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის” – ჯონ ფიცჯერალდ კენედი
ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულის ტკივილის მიზეზი” – ჩარლი ჩაპლინი
“თუ ხედავთ, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, არ შეცვალოთ მიზანი, შეცვალეთ მოქმედება” – კონფუცი
“თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ.” – კონფუცი
” რითაც არ უნდა იყოთ დაკავებული ცხოვრებაში, აკეთეთ მთელი გულით“ – კონფუცი
” ჭკვიანი კაცი საკუთარ თავში პოულობს იმას,რასაც სულელი სხვებში ეძებს” – კონფუცი
“წესი პირველი – არასოდეს დანებდე. წესი მეორე – არასოდეს დაგავიწყდეს წესი პირველი” – ალ პაჩინო
“მთავარი ის არ არის, რომელ გზას ავირჩევთ. საქმე იმაშია, რაც შიგნიდან გვაიძულებს ავირჩიოთ ესა თუ ის გზა” – ო.ჰენრი
“უპასუხე მას “დიახ”, მაშინაც კი, თუ გეშინია და თვლი,რომ მოგვიანებით ინანებ, რადგან “არას” თქმის შემთხვევაში მთელი ცხოვრება საკუთარ თავს დატანჯავ” – გაბრიელ გარსია მარკესი
“არ არის საჭირო გვეზიზღებოდეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი შურთ, რადგან ისინი აღიარებენ, რომ მათზე უკეთესები ვართ” – მონიკა ბელუჩი
“დიდი გონება განიხილავს იდეას. საშუალო გონება განიხილავს მოვლენებს. პატარა გონება განიხილავს ადამიანებს” – ელეონორა რუზველტი
“იმისთვის, რომ მოერიო საკუთარ თავს, გამოიყენე თავი; იმისთვის, რომ მოერიო სხვებს — გამოიყენე გული” – ელეონორა რუზველტი
“თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაშინ მასზე ნერვიულობა არ ღირს; თუ მისი მოგვარება შეუძლებელია, მასზე ნერვიულობა უბრალოდს დროის ფუჭად კარგვაა” – იაპონური სიბრძნე
“ნებისმიერ დეპრესიას უნდა შეხედო ღიმილით. ის იფიქრებს, რომ გიჟი ხართ და გაიქცევა” – რობერტ დენირო
“ის რაც არ მოგვწონს სხვებში, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი” – კარლ იუნგი
“არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ბედნიერება, თუ მას ჩვენ თვითონ არ ვქმნით” – ჯორჯ ბერნარდ შოუ
“ახლა, როცა ვისწავლეთ ფრენა ჰაერში, როგორც ჩიტებმა, ცურვა წლის ქვეშ, როგორც თევზებმა, დაგვრჩა მხოლოდ ერთი რამ: ვისწავლოთ ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ადამიანებმა” – ჯორჯ ბერნარდ შოუ
“ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომლების გამოც სხვებს დავცინით” – ზიგმუნდ ფროიდი
“ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უნდა შეედაროთ – ეს თქვენ ხართ წარსულში. და ერთადერთი ადამიანი, რომელზეც უკეთესი უნდა იყოთ – ეს ხართ თქვენ დღეს” – ზიგმუნდ ფროიდი
“არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ იღბალი, ტიტანიკზე ხომ ყველანი მდიდრები და ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იღბლიანი მხოლოდ რამდენიმე აღმოჩნდა” – უინსტონ ჩერჩილი