მთავარი ასტროლოგია ვერძის ისტორია – რატომ მოხვდა ზოდიაქოს 12 ნიშანში ვერძი?

ვერძის ისტორია – რატომ მოხვდა ზოდიაქოს 12 ნიშანში ვერძი?

by guramus

როცა ბაღდადის ხალიფის მფარველობაში მყოფი ასტრონომები ბერძენთა ზოდიაქოს („მხეცთა წრეს“) გაეცნენ, მათ ყველაფერი ეს ბერძნების მოგონილი ეგონათ და ბერძენი პოეტის არატოსის მშვენიერ ლექსებში მისივე მიხედულობით გადმოცემულად ჩათვალეს.

შემდეგ, როცა შუამდინარეთის ლურსმული დაფების მთელი არქივი იპოვეს, აშკარა გახდა, რომ ბერძნებზე ადრე ბევრი თანავარსკვლავედი (ლომი,კურო,თხათევზა ანუ თხის რქა და სხვები) ბაბილონელებს უკვე დახატული და დახასიათებული ჰქონიათ.

ვერძი ამ სახით შუამდინარეთში არ ჩანს, მაგრამ ბერძენთა წარმოდგენაში ის უძველესი წარსულიდანაა შესული და არაბ ასტრონომებსაც სცოდნიათ „ვერძის რქები“. ბერძნებმა ეს თანავარსკვლავედი არგონავტების მითს დაუკავშირეს. მას იცნობდნენ ძველი ტრაგიკოსები ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში.

მითის მოკლე შინაარსი: ოქრომენის მეფეს ათამანტეს, კოლხთა ნათესავს, ცოლად ჰყავდა ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე. უდარდელად თამაშობდნენ მათი შვილები ჰელე და ფრიქსე, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ათამანტემ გააგდო ნეფელე და ჯადოქარი ინო შეირთო. დედინაცვალმა გერები ჭირივით შეიძულა და მათი თავიდან მოშორება განიზრახა. ამ მიზნით მზაკვრული ხრიკი მოიგონა. ოქრომენელი ქალები დაიბარა, ჩააგონა ხორბლის თესლი ცეცხლზე მოხალეთო. მოხალული თესლი არ ამოვიდა და ბეოტიაში შიმშილობა დაიწყო.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე