მამაკაცებო, გიფიქრიათ ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქალთან ურთიერთობაა ყველაზე რთული? თუმცა სირთულე სულაც არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათთან საერთო ენის გამონახვა. ისინი სულაც არ განიცდიან თაყვანისმცემლების ნაკლებობას. უფრო პირიქით, რაც მეტს ჭირვეულობენ, მით მეტად სასურველი არიან ისინი საპირისპირო სქესის თვალში.
ვერძი
მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელი ნიშანია. ამიტომ მუდამ ცდილობს საკუთარი უპირატესობა დაუმტკიცოს საპირისპირო სქესს. ვერძი ქალი არასოდეს უშინდება გამოწვევებს და მისთვის უცხოა სიტყვები “დათმობა” და “კომპრომისი”. ამის გამო, ძლიერ სქესთან მუდმივად უფუჭდება ურთიერთობები.
გარდა ამისა, ქალი ვერძი უსაზღვროდ ჭკვიანი და ფიცხია. მას ვერაფერს გამოაპარებთ. მორიელისგან განსხვავებით, რომელიც შურს ზურგს უკან იძიებს, ვერძი ქალი პირდაპირ მოგახლით ყველაფერს პირში და სახალხოდ სკანდალსაც არ მოერიდება.
ტყუპი
მერკურის ნიშნით მართული ტყუპი ვერბალური კომუნიკაციის სირთულეს არ განიცდის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები მუდამ ლაქლაქით და ჭორაობით გამოირჩევიან. მართალია, იგი შესანიშნავად ფლობს ფლირტის ხელოვნებას და მარტივად ახერხებს მამაკაცებს თავბრუ დაახვიოს, მაგრამ ეს მხოლოდ ხანმოკლე დროით. მასთან გრძელვადიანი ურთიერთობის პროგნოზი კი ასეთია – კვირის დღეებში ქრონიკული თავის ტკივილი. ვიქენდებზე გამოთრობის პერსპექტივით. რასაც ორშაბათიდან ისევ ქრონიკული თავის ტკივილი მოჰყვება. ოღონდ სასმელის გამო კი არა, ქალი ტყუპის ზედმეტად კომუნიკაბელური ხასიათის გამო. მას ხომ უბრალოდ არ შეუძლია ისე, რომ არ ილაპარაკოს.
სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე