ძირითადად რომელი ჟანრის ფილმებს ანიჭებთ უპირატესობას? დრამას, მელოდრამას? გიყვართ ჩახლართული და დაძაბული სიუჟეტები, სადაც მოვლენები ძლიერ ემოციურად ვითარდება?
მაშინ გთავაზობთ შესანიშნავ ფილმებს, რომლებიც თქვენს გონებას მოაჯადოებს, ეკრანს მიგაჯაჭვებთ და ფილმის დასასრულს კაი გემრიელად გაგაჟრიალებთ ტანში.
1. მხსნელი / Savior
ძალიან მძიმე სიუჟეტის მქონე ფილმია, ოლივერ სტოუნის სცენარზე დაფუძნებული. ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახი პარიზში ერთერთი ტერორისტული აქტის დროს აფეთქდება. რამდენიმე წლის შემდეგ, ჯარისკაცი ყოფილ იუგოსლავიაში ფეხმძიმე ქალს გადაარჩენს. ფილმი ომის სიძულვილზე და გმობაზეა.
2. მელანქოლია / Melancholia
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში ქორწინებას აღნიშნავენ, თუმცა ყველაფერი ცუდად წავა. ჯვრისწერა ჩაიშლება და უზარმაზარი პლანეტა “მელანქოლია” დედამიწისკენ გამოემართება.
3. შეშლილთა კუნძული / Shutter Island
ტედ დენიელსი მეორე მსოფლიო ომგამოვლილი ჯარისკაცია. იგი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაქცეული პაციენტის კვალს ეძებს. ამავე დროს, ტედს საშინელი ხილვები აწუხებს. იგი საკუთარ წარსულთან დამალვას ცდილობს.
4. რესტლერი / The Wrestler
რენდი რობინსონი, ერთ დროს პროფესიონალი რესტლერი, საკუთარი თავის ანარეკლია დარჩენილი. ასაკთან ერთად მისი სპორტული შესაძლებლობებიც შემცირდა. თუმცა რენდის ისევ სურს რინგზე დაბრუნება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
5. ბურუსი / The Mist
ფილმი სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ერთ პატარა ქალაქში ნისლი მოიცავს ყველაფერს, საიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ყველაფერს ანადგურებენ.
6. ოლდბოი / Oldboy
ფილმი შურისძიების თემაზეა შექმნილი. მისი იდეა ერთერთ მანგას ეფუძნება. კაცი გადის მტანჯველ გზას, ებრძვის ყველას და ყველაფერს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს სინამშვილეში ვინ არის მისი მტერი.
7. სახლი ქვიშისა და ნისლისგან / House of Sand and Fog
ირანელი ემიგრანტი ბუნგალოს ყიდულობს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს, გაყიდოს და შვილს სწავლის საფასური გადაუხადოს. ამავე დროს, ბუნგალოს ყოფილი მფლობელი ცდილობს მის დაბრუნებას. საქმე სასამართლომდე მიდის. საბოლოოდ ძველი და ახალი პატრონები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
8. ოცნების რექვიემი / Requiem for a Dream
ფილმი ნათლად წარმოგვიდგენს რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც ნარკოტიკზე მიჯაჭვული ხდება. ყველაზე ამბიციური ადამიანის იმედებიც კი შეიძლება წამში დაიმსხვრეს.
9. შვიდი / Se7en
ორი გამომძიებელი უსასტიკესი სერიული მკვლელის კვალს მისდევს. მკვლელი დანაშაულებები “შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას” უკავშირდება. აუცილებელია, რომ დეტექტივმა მკვლელი მანამდე შეაჩეროს, სანამ ეს უკანასკნელი მეშვიდე დანაშაულს ჩაიდენს.
10. ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა / One Flew Over the Cuckoo’s Nest
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მთავარი მედდის – მილდრედ რეტჩიდის ავტორიტეტული რეჟიმი იყო გამეფებული, სანამ დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი არ მიიყვანეს იქ. ყველაფერი იცვლება, რადგან პატრიკი დამორჩილებას არ აპირებს და სხვა პაციენტებსაც მედდის წინააღმდეგ ამხედრებს.