მთავარი საკითხავი სიღრმისეული არაბული გამონათქვამები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სიღრმისეული არაბული გამონათქვამები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

by guramus

პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გააღო, როდესაც რაღაცის თქმა მდუმარებაზე უკეთესია

ცხვრების ფარას ლომის წინამძღოლობით შეუძლია დაამარცხოს ლომების ჯოგი, რომელსაც ცხვარი უდგას სათავეში

ერთი შეცდომა განაპირობებს ორმაგ უბედურებას

დარიგება სთხოვეთ გამოცდილს და არა განათლებულს

ტკბილი ენით შეგიძლია სპილო თმის ღერით გაათრიო

ქარი გემების სურვილის საწინააღმდეგოდ ქრის

ვინც უშეცდომო ადამიანს ეძებს მეგობრად, ის მეგობრის გარეშე რჩება

გქონდეთ მწვანე ხე გულში და მომღერალი ჩიტი აუცილებლად მოვა მასთან

ძილი ვერ დაგეხმარება, თუ სული დაღლილია

სიამაყის დაძლევა კარგ ადამიანად გაქცევს. სიბრაზის დამარცხება გხდის მხიარულს. ვნების დაძლევა – წარმატებულს. სიხარბის დაძლევა – დებნიერს

თუ გეშინიათ – არ გააკეთოთ; თუ აკეთებთ – ნუღა შეგეშინდებათ

არ გააღოთ კარი, რომლის დახურვასაც ვეღარ შეძლებთ