მთავარი საკითხავი გამონათქვამები მარიო პიუზოს ნაწარმოებებიდან

გამონათქვამები მარიო პიუზოს ნაწარმოებებიდან

by guramus

“ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.”

„საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“

„ .. კაცი, რომელიც შვილებს მამობას არ უწევს, ვერასოდეს იქნება ნამდვილი კაცი.“

„ … მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.“

„არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში.“

„ არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.“

„– მე არასდროს ვატყუებ იმას, ვინც მეგობრად მივიღე.“

„–გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით
დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება.“

„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია; მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა.“

არარსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს.“

–რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს,–დაიწყო მან– მაშნ ველურ მხეცებს დავემსაგვსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთისა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ.

„წყალობა მხოლოდ ოჯახისგან მოდის და ოჯახისადმი საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ნდობა გვამრთებს.“

„– შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაციებული უნდა მიირთვა; მაშინაა გემრიელი.“

„არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ“.