მთავარი საკითხავი უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესები

უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესები

by guramus

უინსტონ ჩერჩილი  — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ჩერჩილის გამონათქვამები პოლიტიკასა და ცხოვრებაზე დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წარმოგიდგენთ უინსტონ ჩერჩილის ოქროს წესებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ.

პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში – შესაძლებლობებს.

ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.

არ მაღელვებს არანაირი მოქმედება… მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა…

წარმატება – ესაა შესაძლებლობა, მარცხს-მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.

ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება.

ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.

იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისათვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.

თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.

როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.

ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.

არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.