გაზაფხული ახლოვდება, ეს კი ნიშნავს, რომ მოვიდა დრო, მოიმარაგოთ ხარისხიანი თესლი და შეუდგეთ მიწათმოქმედებას. დღეს გაგიზიარებთ საიდუმლოს, თუ როგორ შეიძლება გაზარდოთ სტაფილოს მოსავალი მისი დარგვის ეშმაკური მეთოდის საშუალებით.
ბევრ ადამიანს უყვარს სტაფილო. ჩვენი მეთოდით მისი მოყვანა მათთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება. აუცილებლად სცადეთ!
სტაფილოს დარგვა
მჭიდროდ დარგული ნაყოფი ხელს უშლის ერთმანეთს, ამიტომ კარგი მოსავლისთვის სტაფილოებს შორის მანძილი უნდა გაზარდოთ. მოსავლის ამოღების პრობლემა, შეიძლება ჯერ კიდევ დარგვის მომენტში გადაწყვიტოთ.
ჩვენი მეთოდისთვის დაგჭირდებათ: სამლიტრიანი ქვაბი, სარწყავი, ორლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი ან სახამებელი, 2 სუფრის კოვზი სტაფილოს თესლი.
პირველად უნდა მოამზადოთ სახამებლის ან ფქვილის წებო.
მომზადება
- ჩაასხით წყალი ქვაბში და დადგით გაზზე. სახამებელი განაზავეთ ოთახის ტემპერატურის წყლიან ჭიქაში.
- როცა წყალი ადუღდება, ჩაამატეთ მასში განზავებული სახამებელი და ცოტა ხანს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ, რათა პასტა ერთგვაროვანი გამოვიდეს.
- მასა სქელი უნდა იყოს, მაგრამ ადვილად წვეთდეს კოვზიდან. თუ ძალიან სქელი გამოვა, განაზავეთ წყლით.
გააციეთ სითხე და ჩაასხით ბოთლში. ბოთლი არ გაავსოთ ბოლომდე, რათა მასში თესლი დაეტიოს და შეიძლებოდეს მისი შიგთავსის შენჯღრევა.
ჩაყარეთ თესლი სახამებლიან ბოთლში. ამის გაკეთება სარწყავის დახმარებით შეგიძლიათ, ის უნდა იყოს მშრალი, რათა თესლი არ მიეკროს. ბოთლს დააფარეთ საცობი და ანჯღრიეთ.
ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ დათესვა. გაანაწილეთ თესლი იდეალური შუალედებით, მთავარია მჭიდროდ არ იყოს. საჭიროა დათესვამდე ნიადაგი მორწყათ უხვად. ღარებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 20 სანტიმეტრი.
მოცემული ტექნოლოგიით სტაფილოს დათესვა გაგათავისუფლებთ ზედმეტი შრომისგან. არ მოგიწევთ ძირების გადაჭრა. კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ სახამებლიანი მასა დიდხანს არ შეიწოვება და ამით თესლს უტოვებს აუცილებელ ტენს. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს სტაფილოს ადრეული აღმოცენება და სწრაფი მოსავლის მიღება.
გახსოვდეთ, რომ ყველაზე ცუდ ნიადაგზეც კი საკმარისი შრომისა და სწორი მიდგომის წყალობით, შეგიძლიათ უხვი მოსავლის მიღება.
და რა საიდუმლოები იცით თქვენ? გაგვიზიარეთ კომენტარებში და გაუზიარეთ ეს მეთოდი თქვენს მეგობრებს!