პეტუნია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მცენარეა, რომელიც თვალს ახარებს. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გაზარდოთ პეტუნიები სახლის აივანზე.
მიჰყევით მოცემულ რჩევებს და ერთი კვირის შემდეგ უკვე დაინახავთ ახალგაზრდა ნარგავს. პეტუნიები ნებისმიერ ნაკვეთს ან აივანს გაალამაზებს.
როგორ გავზარდოთ პეტუნიები
პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი ნიადაგის შერჩევა, ის არ უნდა იყოს ძალიან მჟავე. უმჯობესია შეარჩიოთ ფხვიერი გრუნტი, რომელსაც გაანოყიერებთ შემდეგი ნივთიერებებით: ნეშომპალა, ტორფი, ქვიშა და ფოთლის მიწა (შეფარდება 2 : 2 : 1 : 2).
შესაბამის ჭურჭელში, ფსკერზე, გააკეთეთ რამდენიმე პატარა სადრენაჟო ნახვრეტი. ეს ხელს შეუწყობს ვენტილაციას და თავიდან აგაცილებთ ნამის შეკავებას. დააყარეთ გრუნტი და მსუბუქად დატკეპნეთ. ნიადაგის ფენის სიმაღლე უნდა იყოს დაახლოებით 2 ან 3 სმ.
ჩვენ გამოვიყენებთ გრუნტის გაუვნებლობის უჩვეულო მეთოდს. აადუღეთ წყალი, დაასხით ნიადაგის ზედაპირს მდუღარე და ცხელ მიწაში ჩაყარეთ პეტუნიას თესლი. დააფარეთ ხუფი. შეფუთეთ სქელ ნაჭერში და დადგით თბილ ადგილას 30-40 წუთით.
დათესვის ასეთი მეთოდით მცენარე უფრო სწრაფად იზრდება. გრუნტის მდუღარე წყლით დამუშავება მას გაასუფთავებს სოკოსა და მიკრობებისგან. შემდეგ კი დაიცავს სხვადასხვა მავნე მწერისგან.
კონტეინერს დააწერეთ მცენარის სახელი, დათესვის დრო და მეთოდი. თავდახურული ჭურჭელი დადგით თბილ ადგილას, გაანიავეთ დღეში ორჯერ და დანამეთ პულვერიზატორის დახმარებით. როცა პირველი ღვია გაჩნდება, ახადეთ თავსახური და შეამცირეთ მორწყვა.
მალე შეგიძლიათ ეს ნათესი ცალკე ქოთანში ან ღია გრუნტში გადაიტანოთ. პეტუნიის ზოგიერთი ჯიში სწორი მოვლის შემთხვევაში მთელი წელი ყვავის. ეს კი საშუალებას მოგცემთ მუდმივად დატკბეთ ამ მცენარის სილამაზით.
გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!