მთავარი ფილმები მოემზადეთ: აქ ნახავთ 007-ის სრულ სიას! ყველასთვის საყვარელი ჯეიმს ბონდის 24 ფილმი

მოემზადეთ: აქ ნახავთ 007-ის სრულ სიას! ყველასთვის საყვარელი ჯეიმს ბონდის 24 ფილმი

by Keti

თქვენ იცით მისი სახელი. მისი ნომერიც გაქვთ. 1962 წლიდან ჯაშუშობს ჯეიმს ბონდი. ის საერთაშორისო დეტექტივია, გაჯეტებისა და შპიონაჟის გურუ, აგენტი, რომელსაც საზღვრები არ აჩერებს – არც ქვეყნების და არც პიროვნული.

გავიხსენოთ 007-ის ისტორია – უახლესიდან უძველესამდე ქრონოლოგიით.

სპექტრი

გამოშვების წელი: 2015

დენიელ კრეიგი, კრისტოფერ ვალცი, ლეა სეიდუ, ნაომი ჰარისი, მონიკა ბელუჩი, რალფ ფაინესი…

საიდუმლო გზავნილი ჯეიმს ბონდს (დენიელ კრეიგს) აგზავნის მისიით, შეაღწიოს მომაკვდინებელ ორგანიზაციაში, რომელსაც სპექტრს უწოდებენ.

ჯეიმს ბონდი

სკაიფოლი

გამოშვების წელი: 2012

დენიელ კრეიგი, ხავიერ ბარდემი, ჯუდი დენჩი, რალფ ფაინესი, ნაომი ჰარისი…

როცა ბონდის ბოლო მისია მარცხით დასრულდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აგენტები დარტყმის ქვეშ არიან. MI6-ს შეტევის ობიექტი ხდება.

james bond

უმნიშვნელო ნუგეში

გამოშვების წელი: 2008

დენიელ კრეიგი, ოლგა კურულენკო, ჯუდი დენჩი, ჯეფრი რაითი, მატიე ამალრიკი…

საყოველთაო სამართლიანობის დამყარებისთვის მებრძოლი ჯეიმს ბონდი, რომელიც მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, შეხვდება ლამაზ და ფიცხ კამილს (ოლგა კურულენკო). ისინი დაუნდობელ ბიზნესმენს გადაეყრებიან.

007

კაზინო როიალი

გამოშვების წელი: 2006

დენიელ კრეიგი, ევა გრინი, მედს მიკელსენი, ჯუდი დენჩი, ჯეფრი რაითი, კატერინა მურინო…

ეს ლეგენდარული ჯეიმს ბონდის კარიერის დასაწყისია, მან ახლახან მიიღო 00 სტატუსი და მკვლელობის ლიცენზია. მისი სამიზნე სასტიკი ტერორისტი ფინანსისტი Le Chiffre-ა (მედს მიკელსენი).

მოკვდი სხვა დღეს

გამოშვების წელი: 2002

პირს ბროსნანი, ჰოლი ბერი, ტობი სტეფანსი, როზამუნდ პაიკი, რიკ იუნი, ჯუდი დენჩი, სამანტა ბონდი…

როცა ბონდის მისია მარცხს განიცდის, ის მტრის ტყვეობაში აღმოჩნდება. მას MI6-იც ზურგს შეაქცევს.

მსოფლიოც არ არის საკმარისი

გამოშვების წელი: 1999

პირს ბროსნანი, სოფი მარსო, რობერტ კარლაილი, დენის რიჩარდსი, ჯუდი დენჩი, სამანტა ბონდი…

როცა აგენტი 007 ხელშეკრულებას გააფორმებს, რათა ნავთობის მფლობელის ლამაზი მემკვიდრე დაიცვას, ის მოხვდება მგზნებარე თავგადასავალში, სადაც უპირისპირდება ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მოწინააღმდეგეს: რენარდს.

ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება

გამოშვების წელი: 1997

პირს ბროსნანი, ჯონათან პრაისი, მიშელ იეოჰი, ტერი ჰაჩერი, ჯუდი დენჩი, სამანტა ბონდი… 

პირს ბროსნანი 007-ს ამაღელვებელი თავგადასავლიდან ბრუნდება. ახლა დროა ჯონათან პრაისის მმართველობა დაასრულოს და სამყაროს მესამე მსოფლიო ომი აარიდოს.

ოქროსთვალი

გამოშვების წელი: 1995

პირს ბროსნანი, შონ ბინი, იზაბელა სკორუპკო, ფამკე იანსენი, ჯუდი დენჩი, სამანტა ბონდი, ალან კამინგი… 

აქ შედგა პირს ბროსნანის დებიუტი. ის გახდა აგენტი 007. როცა აგენტი 006 (შონ ბინი) გაიძვერა აღმოჩნდა და სამყაროს განადგურება გადაწყვიტა, ახალმა ბონდმა მისი შეჩერება უნდა მოახერხოს. 

მკვლელობის ლიცენზია

გამოშვების წელი: 1989

ტიმოთი დალტონი, კერი ლოუელ, რობერტ დავი, ტალისა სოტო, დესმონდ ლეველინი, კაროლაინ ბლისი…

ჯეიმს ბონდი ამბოხებულია, ის ოსტატ კრიმინალზე ნადირობს. ის დაჯილდოებულია გასაოცარი ტრიუკებით, დახვეწილი იუმორით და ფეთქებადი წინააღმდეგობებით.

ნაპერწკლები თვალებიდან

გამოშვების წელი: 1987

ტიმოთი დალტონი, მარიამ დ’აბო, კაროლინ ბლისოი, დესმონდ ლეველინი…

ტიმოტი დალტონი თავის სადებიუტო ფილმში მოხერხებული, ეშმაკური და ძლიერი ტიპაჟია. ის 007-ის ბრძოლებისთვის ემზადება.

ხედი მკვლელობაზე

გამოშვების წელი: 1985

როჯერ მური, კრისტოფერ უოკენი, ტანია რობრტსი, გრეის ჯონსი, ფიონა ფულერტონი, რობერტ ბრაუნი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

როჯერ მური ჯეიმს ბონდის პერსონაჟს გამორჩეულ იუმორს, ელეგანტურობასა და მომაკვდინებელ ხიბლს ანიჭებს.

რვაფეხა

გამოშვების წელი: 1983

როჯერ მური, მოდ ადამსი, ლუი ჯორდანი, კრისტინა ვეიბორნი, კაბირ ბედი, სტივენ ბერკოფი, დესმონდ ლეველინი, რობერტ ბრაუნი, ლოის მაქსველი…

ჯეიმს ბონდი ახალ თავგადასავალში ბრუნდება. ის იძიებს თანამოაზრე აგენტის მკვლელობას. ბილიკს მივყავართ იდუმალ ,,რვაფეხამდე”, რომელიც სინამდვილეში სპორტული აღნაგობის ქალია.

მხოლოდ თქვენი თვალებისათვის

გამოშვების წელი: 1981

როჯერ მური, კაროლ ბუკეტი, ჯულიან გლოვერი, ლინ-ჰოლი ჯონსონი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

როჯერ მური 007-ის აგენტია. ის შედის ბერძნულ სამყაროში, რათა უზრუნველყოს სისტემა, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს ბირთვული წყალქვეშა ნავების პარკი.

მუნრეიკერი

გამოშვების წელი: 1979

როჯერ მური, ლოის ჩაილზი, მაიკლ ლონსდეილი, როჩარდ კიელი, კორინ კლერი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

როჯერ მური თავის მეოთხე ასპარეზზე, ბრუნდება როგორც ჯეიმს ბონდი. ის ხვდება თავგადასავალში, რომელიც ვენეციიდან რიო-დე-ჟანეიროში, იქიდან კი კოსმოსურ სივრცეში გადადის.

ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი

გამოშვების წელი: 1977

როჯერ მური, ბარბარა ბახი, ქეროლაინ მუნრო, ლოის მაქსველი, რიჩარდ კიელი, კურდ იურგენსი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინი..

ამას ბონდზე უკეთ ვერავინ აკეთებს. ამ სერიაში კვლავ ამტკიცებს თავის ძალას. ამჟამად ის ეგვიპტის ტერიტორიაზე იბრძვის.

მამაკაცი ოქროს პისტოლეტით

გამოშვების წელი: 1974

როჯერ მური, კრისტოფერ ლი, ბრიტ ეკლანდი, მაუდ ადამსი, ჰერვ ვილეჩაიზი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

ჯეიმს ბონდი საფრთხეშია, მას თავისი განსაკუთრებული ინსტიქტები და მაცდური შარმი სჭირდება, რათა გადარჩეს. როჯერ მური 007-ში ბრუნდება და იწყებს სახიფათო თამაშს ცნობილ მკვლელთან.

იცოცხლე და სიკვდილი აცადე

გამოშვების წელი: 1973

როჯერ მური, იაფეტი კოტო, ჯეინ სეიმური, გლორია ჰენდრი, დევიდ ჰედისონი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

მომხიბვლელობა და სიმტკიცე – ეს როჯერ მურის მთავარი ნიშაა. მას დებიუტი აქვს და M16-ის კლასიკური აგენტი ხდება.

ალმასები სამუდამოდ

გამოშვების წელი: 1971

შონ კონერი, ჯილ სენტ ჯონ, ჩარლზ გრეი, ლანა ვუდი, ჯიმი დინი, ნორმან ბარტონი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

მოპარული ბრილიანტების მდიდრულობამ ჯეიმს ბონდი კვლავ აამოქმედდა. ის მიჰყვება ამსტერდამის, ლოს-ანჯელესის და ბოლოს, მბრწყინავი ლას-ვეგასის გზებს.

მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში

გამოშვების წელი: 1969

ჯორჯ ლეზენბი, დაიანა რიგი, ტელი სავალასი, ლოის მაქსველი, ჯოანა ლუმლი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინი…

ჯეიმს ბონდი საიდუმლო მისიით მიდის შვეიცარიის ალპებში. ჯორჯ ლეზენბი გამოირჩევა თავდაჯერებულობითა და უდავო ქარიზმით. 

შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ

გამოშვების წელი: 1967

შონ კონერი, დონალდ პლეზენსი, მიე ჰამა, ტეცურო ტამბა, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

კოსმოსური სტიქია კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს და მხოლოდ ჯეიმს ბონდს შეუძლია ამის შეჩერება.

სფერული ელვა

გამოშვების წელი: 1965

შონ კონერი კლაუდინ უგერი, ადოლფო სელი, ლუჩიანა პალუზი, მოლი პეტერსი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

ჯეიმს ბონდი თავის მეოთხე თავგადასავალს იწყებს. ის სავსეა ფეთქებადი დაპირისპირებებით და საოცარი წყალქვეშა მოქმედების სერიით.

გოლდფინგერი

გამოშვების წელი: 1964

შონ კონერი, გერტ ფრობი, ჰონორ ბლექმენი, შირლი იტონი, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

ჯეიმს ბონდის მესამე ეკრანული ავანტიურა. ეს არის ამაღელვებელი, პულსის ამაჩქარებელი თავგადასავალი.

სიყვარულით რუსეთიდან

გამოშვების წელი: 1963

შონ კონერი, დანიელა ბიანჩი, პედრო არმენდარისი, ლოტე ლენია, რობერტ შაუ, ბერნარდ ლი, დესმონდ ლეველინ, ლოის მაქსველი…

SPECTER– მა შეიმუშავა დეკოდერის მოპარვის გეგმა. ამ დეკორს რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებებზე აქვს წვდომა და მისი ხელში ჩაგდებით მსოფლიო წესრიგი დაიწყება.

დოქტორი ნოუ

გამოშვების წელი: 1962

შონ კონერი, ურსულა ანდრესი, ჯოზეფ ვაისმენი, ბერნარდ ლი, ჯეკ ლორდი, ლოის მაქსველი, ზენა მარშალი…

007-ის ხმაურიანი დებიუტი. ასე დაიწყო დიდი ისტორია.