ბავშვები ფრჩხილებში მოქცეული მაგალითების ამოხსნას უკვე მეორე კლასში სწავლობენ. და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ცოდნა შემდგომში ბევრჯერ მყარდება უფრო და უფრო რთული მაგალითების ამოხსნით, ზოგჯერ ასეთი ამოცანების გადაჭრა მაინც დამაბნეველია ხოლმე. რეალურად სკოლაში არც ასწავლიან მაგალითების გადაწყვეტის ძირითად პრინციპებს, რაც სულ გამოსადეგი იქნება. და ამიტომ, ზრდასრულ ასაკში, როცა მათემატიკურ მაგალითებთან ნაკლები შეხება გვაქვს, ჩვენ ბევრად ძნელად ვუმკლავდებით ასეთ ამოცანებს.
გთავაზობთ ფრჩხილებში მოქცეული რამდენიმე მაგალითის ამოხსნას. გაკეთების დროს თან დაიმახსოვრეთ რა წესები უნდა დაიცვათ ამ საკითხში. და საერთოდ, ასეთი მცირე მათემატიკური გახურება საკმაოდ სასარგებლოა გონებისთვის. ამიტომ, გირჩევთ, რეგულარულად ამოხსნათ საინტერესო თავსატეხები და მაგალითები, რომლებიც უფროსებისთვისაც არის განკუთვნილი და ბავშვებისთვის.
მაშ ასე, დაიწყეთ ამოხსნის პროცესი
1. პირველი ამოცანა საკმაოდ მარტივი ჩანს. თუმცა, ფრჩხილებმა შეიძლება დააბნიოს ყველაზე კარგი მოსწავლეებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოსწავლეებსა თუ დიდებზე, ვისაც მათემატიკა უჭირს. შეეცადეთ გადაჭრათ ეს მაგალითი ეტაპობრივად და არ დაუშვათ შეცდომა.
2. მეორე ამოცანაში ისევ არის ფრჩხილები და გაყოფა და გამრავლება. თუმცა, როგორც ჩანს, მათემატიკური ოპერაციები სხვა თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს. შეეცადეთ დაიმახსოვროთ ის წესები, რაც ამ სიტუაციაში აუცილებელია. და გახსოვდეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი.
3. მესამე მაგალითი უფრო რთულად გამოიყურება. მაგრამ თუ იცით, რა თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ მოქმედებები, მაშინ ადვილია აქ სწორი პასუხის პოვნა. ასევე არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ ჩვენი განმარტებები და პასუხები, რომელიც სტატიის მეორე ნაწილშია.
განმარტებები და პასუხები
უპირველეს ყოვლისა, მოდით გავიხსენოთ ის მარტივი წესები, რომლებიც ბევრ ზრდასრულ ადამიანში მიეცა დავიწყებას. თუ მაგალითში არ არის მოცემული ფრჩხილები, მაშინ ყველა მათემატიკური ოპერაცია შესრულებულია მარცხნიდან მარჯვნივ. მაგრამ ამავე დროს, პირველ რიგში ხდება გაყოფა და გამრავლება, ხოლო შეკრება და გამოკლება ცოტა მოგვიანებით.
- აღწერილი ალგორითმებიდან გამომდინარე, პირველ ამოცანაში ჯერ ვასრულებთ ფრჩხილებში არსებულ მოქმედებებს, შემდეგ გაყოფას და მხოლოდ ბოლოს ვამრავლებთ. ამრიგად, მივიღებთ: 10 ÷ 5 × 2 = 2 × 2 = 4
- მეორე მაგალითში ჯერ ვასრულებთ ფრჩხილებში არსებულ მოქმედებებს, შემდეგ ვამრავლებთ და მხოლოდ ბოლოს ვყოფთ. შედეგად, ჩვენი მაგალითი იღებს შემდეგ ფორმას: 10 × 4 ÷ 2 = 40 ÷ 2 = 20
- ახლა ბოლო მაგალითი, ალბათ, აღარ მოგეჩვენებათ ისეთი რთული როგორც წინა ორი. აქ ჯერ ვანგარიშობთ, რომ ფრჩხილებში გვაქვს 10 – 2 × 3 = 10 – 6 = 4. შემდეგ მთელი მაგალითი იხსნება შემდეგნაირად: 4 + 2 × 4 = 4 + 8 = 12
იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ ფრჩხილებში არსებული მაგალითების ამოხსნა თქვენთვის რთული საქმე არ იქნება. და თუ ფიქრობთ, რომ ეს ამოცანები ძალიან მარტივი იყო, მაშინ შეეცადეთ ამოხსნათ ამაზე უფრო რთული მაგალითები, რომლებიც ადრე გვქონდა გამოქვეყნებული:
- ეს თავსატეხები გამოავლენს გაქვთ თუ არა მათემატიკური აზროვნება
- ამ მათემატიკური ამოცანების ამოხსნა მხოლოდ რჩეულ გონებას შეუძლია
- მათემატიკური ამოცანები, რომლებიც გაგაწვალებთ, თუ გამჭრიახი გონება არ გაქვთ
თქვენთვის როგორი იყო ეს მათემატიკური ამოცანები? გაგირთულდათ, თუ მეტისმეტად იოლი აღმოჩნდა? არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის გაზიარება კომენტარებში.