ომი ის თემაა, რაც ბოლო დღეებია ყველას ჩაგვესმის. ჩვენ სხვადასხვა გზით ვცდილობთ, მეტად ჩავერთოთ ამ საკითხში და გავეცნოთ სხვადასხვა პერსპექტივას, გავიგოთ რა გავლენა აქვს ომს, რას განიცდიან უბრალო ადამიანები, როგორ იბრძვიან სამხედროები და რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს. საბოლოოდ ვრწმუნდებით, რომ არ არსებობს არანაირი საფუძვლიანი მიზეზი, რაც ომის დაწყებას შეიძლება ამართლებდეს. ამაში ცნობილი კინოშედევრებიც გვარწმუნებენ.
ასე რომ, თუ მეტის გაგება გსურთ იმაზე, თუ რას განიცდის ადამიანი ომიანობის დროს, ჩვენ შემოგთავაზებთ პოპულარული ფილმების სიას საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებით.
1. რიგითი რაიანის გადასარჩენად (Saving Private Ryan)
სია ამ ფილმის გარეშე ვერ დაიწყებოდა. ეს ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია. სიუჟეტში აღწერილია ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფის დარაზმვა მტრის ბანაკისკენ. ამ ოპერაციის მიზანია იმ რიგითი ჯარისკაცის პოვნა და სამშობლოში დაბრუნება, რომლის ძმებიც ომში მოკლეს.
2. აპოკალიფსი ახლა (Apocalypse Now)
ფრენსის ფორდ კოპოლას შედევრი, რომლის გამოტოვება შეუძლებელია, როცა ომის თემატიკაზე ვსაუბრობთ. აშშ-ს არმიის ოფიცერს, რომელიც ვიეტნამში მსახურობს, ევალება მოკლას რენეგატი სპეცრაზმის პოლკოვნიკი, რომელიც თავს ღმერთად თვლის.
3. მეფე (The King)
ჰალი, თავხედი პრინცი და ინგლისის ტახტის მემკვიდრეა. მას მეფე ჰენრი V-ის წოდება ენიჭება მას შემდეგ, რაც მისი ტირანი მამა გარდაიცვლება. ახლა ახალგაზრდა მეფეს უწევს დააბალანსოს სასახლის პოლიტიკა, ომი, რომელიც მამამისმა მემკვიდრეობად დაუტოვა და მისი წარსული ცხოვრების ემოციური სტრიქონები.
4. მამაცი გული (Braveheart)
შოტლანდიელი მეომარი უილიამ უოლასი ხელმძღვანელობს თავისი თანამემამულეების აჯანყებას, რათა გაათავისუფლოს სამშობლო ინგლისის მეფე ედუარდ I-ის ტირანიისგან.
5. კურდღელი ჯოჯო (Jojo Rabbit)
ახალგაზრდა გერმანელი ბიჭი ჰიტლერის დიდი ფანია. მისი გმირი და წარმოსახვითი მეგობარი კი, ყველამ ვიცით, რომ ცნობილი დიქტატორი იყო. ბიჭი შოკში ჩავარდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ დედამისი მათ სახლში ებრაელ გოგონას მალავს.
6. ჰაქსოუს გმირი (Black Hawk Down)
მეორე მსოფლიო ომის ამერიკელი არმიის მედიკოსი დესმონდ ტ. დოსი, რომელიც ჯარში მსახურობდა ოკინავას ბრძოლის დროს, უარს ამბობს ხალხის მოკვლაზე, იარაღის აღებაზე. ის ხდება პირველი ადამიანი ამერიკის ისტორიაში, ვინც მიიღო ღირსების მედალი, თან ისე, რომ ერთხელაც არ უსვრია.
7. ცხოვრება მშვენიერია (Life Is Beautiful)
როდესაც მხიარული და ენამახვილი ებრაელი მიმტანი და მისი ვაჟი ჰოლოკოსტის მსხვერპლები გახდებიან, ის იყენებს ნებისყოფის, იუმორისა და წარმოსახვის სრულყოფილ ნაზავს, რათა დაიცვას თავისი შვილი მათი ბანაკის გარშემო არსებული საფრთხისგან.
8. ძმები (Brothers)
ავღანეთში მშვიდობიანი ოპერაციის დროს სემის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევას ემსხვერპლა. თუმცა ის ცოცხალია, სახლში ბრუნდება და იქ ხვდება ძმა, რომელიც ზრუნავს მის ოჯახზე. სემი გადარჩა, მაგრამ მას ზედმეტად დიდი ტრავმა აქვს მიღებული.
9. ხანძარი (Incendies)
ტყუპი და-ძმა მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთში, რათა გამოიკვლიონ თავიანთი ოჯახის ისტორია და შეასრულონ დედის უკანასკნელი სურვილები. ამ კვლევის დროს აღმოაჩენენ, რამდენად რთული ცხოვრება გამოიარა ფილმის მთავარმა გმირმა – ანუ ტყუპების დედამ.
10. მოდი და ნახე (Come And See)
ძველი იარაღის პოვნის შემდეგ, ახალგაზრდა ბიჭი უერთდება საბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობას დაუნდობელი გერმანული ძალების წინააღმდეგ და განიცდის მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს.
როგორ მოგეწონა სია და რას დაამატებდი? ასევე დაგვიწერე კომენტარებში, შენ რომელი ფილმი გახსენდება ომის თემატიკაზე!