ნოდარ დუმბაძეს ხშირად “მზიან მწერლად” მოიხსენიებენ. მისი შემოქმედება ყველა ასაკის მკითხველს ერთნაირად უყვარს.
გთავაზობთ ამონარიდებს ნოდარ დუმბაძის უკვდარი ნაწარმოებებიდან.
“გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.”
“ორი კაცი ერთად სიკვდილს კი არა, ღმერთს წააქცევს თუ დაეტაკა.”
“სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი.ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან შესაწირავის მიტანა.”
“დრო არის ღმერთი, დრო!”
“ცოდნა ერთია და დამახსოვრება მეორე.”
“ყრუა, მამაო, შენი ღმერთი, ყრუ!”
:მარადისობის კანონის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ … ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.”
“არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.”
“რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს.”
“ყველაზე მეტი ენა მსოფლიოში ღმერთმა იცის. ყველას თავის ენაზე ელაპარაკება.”
“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.”
“უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით.”
“ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.”
“მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე.”
“ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა.”
“ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა.”
“დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე.”
“გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.”