არსებობენ რეალურად გემოვნებიანი მომხმარებლები, რომლებსაც ჩამოყალიბებული გემოვნება აქვთ და ფილმებს ძალიან რთულად არჩევენ.
არის მეორე კატეგორიის მაყურებლებიც, რომლებიც პოპულარულობისა და ცნობადობის მიხედვით ირჩევენ ფილმებს და არ უფიქრდებიან მის რაობა/მნიშვნელობას.
მსგავსი სახის ფილმები ძალიან მარტივი და უბრალოა, არც კინემატოგრაფიული ღირსებებიც არ გააჩნია.
1.დორიან გრეი
წიგნის ეკრანიზაციაა, რომელიც ამცდარია მთავარ იდეას და სრულ ეროტიულ ფილმად არის ქცეული.
“ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია.”
2. ლოლ
ბანალური სიუჟეტი და გაცვეთილი თემა, რომელზედაც აგებულია მთელი ფილმი.
“შენ შეგიძლია შეცვალო შენი სტატუსი, მაგრამ ვერ შეცვლი გულს.”
3. ბედის ვარსკლავის ბრალია
ბანალური სიუჟეტი და ხელოვნურად ემოციური სცენარი, რომელიც არაბუნებრივია.
“მჯერა, რომ ჩვენ ვირჩევთ, თუ როგორ უნდა მოვყვეთ სევდიანი ისტორიები”
4. დელიბალი
ზედმეტად ემოციური სიუჟეტი და პრიმიტიული თემა ,რამაც ხალხში პოპულარობა მოუტანა. ასევე მსახიობების სიმპატიურობაც მოტივია მისი გაფეტიშების.
“სიყვარულს შეუძლია დიდი ძალა მოგცეს, თუმცა ვერ გაგხადოს ბედნიერი”