ამ სიაში იქნებიან ფილმები , რომლებიც რეჟისორის საუკეთესო ქმნილებად იქცნენ. სხვადასხვა დროისა და ჟანრების მქონე ფილმების ნაკრები, რომლებიც გულგრილს არცერთს არ დაგტოვებთ.
აი, ჩვენი ათეული
1.ფრანსუა ტრიუფო – 400 დარტყმა
რეჟისორის პირველი ფილმია, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი საუკეთესო სურათია.
2.ჟან ლუკ გოდარი – უკანასკნელ ამოსუნთქვამდე
საუცხოო ფილმია, თუმცა ტრიუფოს სცენარია და მათი საერთო ძალის შედეგი. გოდარის საუკეთესო ფილმად მივიჩნევ.
3.მარტინ სკორსეზე – ტაქსის მძღოლი
სკორსეზეს კინოამბოხება, რომელიც ნათელს ჰფენს მთელ ამქვეყნიურ სიბუნძურეს.უდაოდ მისი საუკეთესო ქმნილებაა.
4.მელ გიბსონი – მამაცი გული
ცნობილ იფილმია, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.ხალხის დამოკიდებულებას ვითვალისწინებ ამ შემთხვევაში, ისე კი აპოკალიპტო მირჩევნია მე პირადად.
5.სტენლი კუბრიკი – 2001 წელი: კოსმიური ოდისეა
გენიალური ფილმია, რომელიც დროს გაუძლებს და ისტორიას დარჩება.უდაოდ რჩეულია კინოს ღმერთის ქმნილებებიდან.
6.ფრენკ დარაბონტი – გაქცევა შოუშენკიდან
ფილმი, რომელიც წლებია IMDB რეიტინგშია ლიდერი, უდაოდ საუკეთესო ქნილებაა.
7.სტივენ სპილბერგი – რიგითი რაიანის გადასარჩენად
ხარისხიანი ფილმია, რომელიც უდაოდ რჩეული ფილმია.
8. ფრენსის ფორდკოპოლა – აპოკალიფსი ახლა
კოპოლას საუკეთესო ნამუშევარია, რომლის შექმნას წლები შეალია.
9. დევიდ ლინჩი – მალჰოლენდ დრაივი
21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმად არის დასახელებული. კამათის გარეშე ლიდერია მის ფილმოგრაფიაში
10. ელდარი შენგელაია – ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
სიმბოლოებით სავსე ფილმი, რომელიც უდაოდ რეჟისორის საუკეთესო ქმნილებაა.
D.T.