მთავარი კურო

კურო

by guramus

ელემენტი: მიწა

პოლარობა: ნეგატიური

თავისებურება: ფიქსირებული

მმართველი პლანეტა: ვენერა

მმართველი სახლი: მეორე

სულიერი ფერი: ვარდისფერი

იღბლიანი ქვა: ზურმუხტი

ყვავილი: ვარდი, ყაყაჩო და წითელი ფუტკარა

საუკეთესო მეწყვილე: კირჩხიბი და ქალწული

 

ჭკვიანი, ამბიციური და სანდო კურო ზოდიაქოს წამყვანი ნიშანია. ისინი არაჩვეულებრივი მეგობრები, კოლეგები და პარტნიორები არიან, მათთვის პატიოსნება ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ამაყობენ, რომ მათი პირადი ურთიერთობები ყოველგვარი დრამისგან დაცლილია. კურო მტკიცე ნიშანია, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ყოველთვის ახალ რაღაცას ეძებენ. თუმცა ისინი მხოლოდ სხვების გასაბედნიერებლად აზრს არ შეიცვლიან. ისინი მხოლოდ საკუთარ გულს უსმენენ.

კუროს ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი ნიშნის სახელი აქვს, მათ არასდროს ეშინიათ სირთულეების და თვალსაც არ დაახამხამებენ ისე შესწირავენ მთელ დღეს ერთი კონკრეტული სამუშაოს შესრულებას. კურო ასევე ძალიან გრძნობისმიერი ნიშანია, მუდმივად ეძებენ სიამოვნების განცდას, მაგალითად, უყვართ მასაჟის კეთება ან მთელი დღე საწოლში ყოფნა საყვარელ ადამიანთან ერთად, ასევე კუროს უყვარს საკუთარ სხეულთან შეხება და თავისივე მიმზიდველობის აღქმა.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, ისინი აფასებენ გულწრფელობას და პატიოსნებას. ამიტომაც მათთან პირველი პაემანი, შესაძლოა, სამსახურეობრივ გასაუბრებას ჰგავდეს. ისინი უხეშები არ არიან, უბრალოდ საწყისშივე ცდილობენ დაინახონ, რამდენად ღირს ადამიანთან ხანგრძლივი პარტნიორობა. როდესაც კუროსთან დაიწყებთ შეხვედრას, თეთრი ტყუილების შესახებაც კი დაივიწყეთ. კუროს ურჩევნია, უთხრათ, რომ კონკრეტული ტანსაცმელი არ უხდება, ვიდრე არასაჭირო კომპლიმენტებით აავსოთ. კურო უარყოფითად განეწყობა ყველას მიმართ, ვინც მას მოატყუებს, თუნდაც ეს ,,კეთილი’’ ტყუილი იყოს. საწოლში კურო გულუხვი საყვარელია – საკმარისია იცოდეს, რომ იმდენ სიამოვნებას იღებს, რამდენსაც გასცემს. დეტალებზე ორიენტირებული კურო შეიძლება პედანტი მოგეჩვენოთ, მაგრამ მათი მიზანი სხვისი შეურაცხყოფა არაა, უბრალოდ საუკეთესოს ითხოვენ ადამიანებისგან.

კუროს უწყვეტი ენერგია აქვს და ხშირად მათ ავტორიტეტების პატივისცემა ავიწყდებათ, განსაკუთრებით, თუკი სწორხაზოვნად სთხოვენ რაღაცის გაკეთებას, მაშინ, როცა ის სულ სხვანაირად ფიქრობს. კუროს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს, თუმცა ზოგჯერ ასევე აფასებს გარეგან ატრიბუტებსაც, მაგალითად, შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს იმ ადამიანს, ვისაც ძვირფასი ტანსაცმელი, მანქანა ან ა.შ. არ ჰყავს. მათ სჭირდებათ გაიცნონ ადამიანი და შემდეგ დაიწყონ მათი შეფასება, განსაკუთრებით ეს სიყვარულს ეხება, სადაც ხშირად გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობენ.

 

კუროს დევიზები

,,რასაც იოლად ვაღწევთ, ღირებულებას კარგავს.’’

 

კუროს განაკუთრებული უნარები

ჯიუტი და მშრომელი კურო თუკი რაიმე მიზანს დაისახავს, ის აუცილებლად შესრულდება – ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად. მათთან დამეგობრება რთულია, მაგრამ როგორც კი კუროს სოციალურ წრეში მოხვდებით, სამუდამოდ დარჩებით იქ. კუროებს არ უყვართ ჭორები ან უმნიშვნელო დრამები, ისინი საყვარელ ადამიანებში ყოველთვის საუკეთესოს ეძებენ და მუდმივად გვერდში უდგანან მათ.

 

კუროს მთავარი გამოწვევები

დიახ, ისინი ძალიან მშრომელები არიან, მაგრამ ასევე ზარმაცები. ნუთუ შესაძლებელია ეს? ვინაიდან კუროს თავისი ცხოვრებისეული კომპასი აქვს, ხშირად უჭირს სხვის მოთხოვნებთან მორგება, თუნდაც ეს სკოლას ან სამსახურს ეხებოდეს. სხვების აზრის მოსმენა დიდი გაკვეთილია კუროებისთვის.

 

კუროს საიდუმლო იარაღი

ნებისყოფა. დაფიქრდით მის სიმბოლოზე – ეს ხომ ხარია. ისინი ზეწოლას ახდენენ, თავის თავზე იღებენ ტვირთის ზიდვას, არიან დომინანტები ნებისმიერი გამოწვევის დროს. ისინი ასევე შეუპოვრები არიან – აუცილებლად აღწევენ ნებისმიერ მიზანს.

 

5 მიზეზი, რისთვისაც კარგია იყო კურო

1. კუროს სიმბოლო – ხარი – არამხოლოდ ძლიერებას გამოხატავს, ის ასევე პირდაპირი ნიშანია სიმამაცის, ენთუზიაზმისა და მიზანდასახულობის.

2. კურო ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ნიშანია. დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, კურო ყოველთვის ასიამოვნებს სხვებს – და ასევე იცის, რითი გაახაროს ახლობლები.

3. კუროებს საოცარი სასიცოცხლო ენეგია აქვთ. არაფერს შეუძლია ამ ნიშნის შეჩერება, დაბრკოლებები მათ უფრო აძლიერებს.

4. კუროს მმართველი პლანეტაა ვენერა, რომელიც მართავს ფულსა და სიყვარულს, კუროებს კი ორივეს მოპოვების ნიჭი აქვთ.

5. კუროები რეალობად აქცევენ თავიანთ ხედვებს, ისინი არაჩვეულებრივი ხელოვანები, ინჟინრები და დიზაინერები არიან და საკუთარი აზრების შემოქმედებაში გადმოცემა შესანიშნავად გამოსდით.

 

ცნობილი კუროები

ადელი, დუეინ ჯონსონი, ოდრი ჰეპბერნი, კრის ბრაუნი, კემ ნიუტონი.

 

კუროს მეგობრობის სტილი

,,მეგობრები სამუდამოდ’’ მგონი კუროების მოფიქრებული სლოგანია. როცა საქმე მეგობრობას ეხება, შენ თუ კუროსთან ხარ, მაშინ სულ მასთან უნდა დარჩე. ისინი არამხოლოდ ერთგულები, არამედ ძალია მხიარულები არიან, მუდამ შეუძლიათ მეგობრის გამხიარულება. ყოველთვის ახსოვთ მეგობრების დაბადების დღეები, წლისთავები და სხვა მნიშვნელოვანი და სასაჩუქრე დღეები. თუმცა კუროს შინაგან სამყაროში ,,ძრომიალი’’ ცოტა სახიფათოა. იყავით კუროებთან გულწრფელები – მათ სძულთ ყველანაიტი ტყუილი და მაშინვე ხვდებიან მლიქვნელობას. იყავით ნამდვილები, შეეკამათეთ თუკი რაიმეზე არ ეთანხმებით და თქვენმა დებატებმა შესაძლოა საუკეთესო მეგობრებად გაქციოთ.

მეგობრებში კუროს ყველაზე უკეთ თევზები ეწყობიან

ემოციური თევზები კუროებს ემოციურ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარებიან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. კუროს მსგავსაც თევზებმაც იციან, თავგადასავლების ფასი, და მეგობრობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თევზები კუროს ეხმარებიან სიჯიუტის დაძლევაშიც. როცა კურო და თევზი ერთად არიან, ეს საშიში და ამავდროულად სახალისო კომბინაციაა, რადგან ისინი ყველაფრისგან თავგადასავალს ქმნიან.

 

როგორ დავუმეგობრდეთ კუროს

იყავით შეუდრეკელი. კუროებს თავისებური წესრიგი აქვთ, ამიტომ მასზე მორგება ცოტა რთულია. შესაძლოა, თავიდან უარით გაგისტუმრონ, თუკი იოგას გაკვეთილზე ან ყავაზე დაპატიჟებთ, მაგრამ თუ მათ მოწონებით, მეორე (ან მესამე) შეთავაზებაზე მოიხიბლებიან.

 

როგორ შევინარჩუნოთ კუროსთან მეგობრობა

ყურადღება მიქაციეთ მას. კუროები აფასებენ მეგობრობას და შესაძლოა ძალიან ეწყინოთ, თუკი მათთვის მნიშვნელოვან დეტალებს ყურადღების მიღმა დატოვებთ. დააყენეთ კალენდარზე ,,რიმაინდერი’’ დაბადების დღეებისა და სხვა მნიშვნელოვან თარიღების შესახსენებლად, რათა კურო ბედნიერი იყოს.

 

3 მიზეზი, თუ რატომ იძენენ კუროები არაჩვეულებრივ მეგობრებს

1. მშვიდი კურო ნებისმიერი კრიზისის დაძლევაში დაგეხმარებათ, ეს იქნება შეყვარებულთან დაშორება თუ არეულობა ოჯახში. კურო მუდამ თქვენთანაა.

2. თუკი თავს ცუდად იგრძნობთ და არეული იქნებით, კურო არ მიგატოვებთ. ეს ნიშანი დრამევს ვერ იტანს, თუკი ვინმე თქვენზე ჭორაობს, კურო არც ერთ სიტყვას არ დაიჯერებს, დაგიდგებათ გვერდში და თუ საჭიროა, ყველას წინააღმდეგ წავა.

3. კუროს უყვარს დეტალები. არ გაგიკვირდეთ, თუკი კურო-მეგობარს თქვენი ძაღლის უიბილე ემახსოვრება და მოსალოც ბარათსა და სანთლებს მოგიტანთ.