ბედნიერება – რევაზ ინანიშვილი

Loading...

ბედნიერება

ჩვენი სახლის წინ ჯერ სხვა სახლები და ხეებია, მერე — ვენახები, მერე — მთა.
მთის აქეთა ფერდობზე აქა-იქღა შერჩენილა ბუჩქები, მთის იქით ტყეა, დიდი ტყე.
საღამოობით, როდესაც წვიმს, ან ნაწვიმარია და ცივა, ვეხვევი მამაჩემის თბილ პალტოში, ფეხებმოკეცილი ვჯდები აივნის კუთხეში მიდგმულ ტახტზე, ნიკაპით ვებჯინები მუშტებს, ვუყურებ ნაოჭებში ნისლჩადედებულ, ჩაბუნტებულ მთას და ვფიქრობ:
მთის იქით წვიმის წვეთებით ტოტებდამძიმებული, ძირს დაშტერებული შავი ხეები დგანან. იმ ხეებს სცივათ.
სცივათ დანაღვლიანებული თვალებით მომზირალ ციყვებსა და კვერნებს.
სცივათ ბუჩქნარში გავლისას გაწუწულ შვლის ნუკრებს.
სცივათ დანაღვლიანებული თვალებით მომზირალ ციყვებსა და კვერნებს.
სცივათ ბუჩქნარში გავლისას გაწუწულ შვლის ნუკრებს.
სცივათ თავდაღუნულ, ქეჩოაჯაგრულ მგლის ლეკვებსაც.
მე თბილად ვარ.
რომ შეიძლებოდეს და მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი, — იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, — მეცა და ისინიც ნამდვილი ბედნიერები ვიქნებოდით.
მართლა, რა არის ეს ბედნიერება, ასე ხშირად რომ ვნატრობთ?
ალბათ სითბოსავით კარგი რაღაც, არა?
რა თქმა უნდა როცა ცივა.

რევაზ ინანიშვილი

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები