ვინ არის პიერ დუკანი და რატომ გახდა მისი დიეტა პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით?

2016022015525870485
Loading...

პიერ დუკანი დაიბადა 1941 წელს. ის არის ფრანგი ექიმი. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი სამედიცინო კარიერა ნევროლოგის სპეციალობით დაიწყო, დოქტორი დუკანი, დღეს უკვე ცნობილია როგორც უბადლო დიეტოლოგი, რომელიც მილიონობით ადამიანს ზედმეტი წონის დაკარგვასა და შენარჩუნებაში დაეხმარა.
მას შემდეგ, რაც 20 წლის უცნაური კვლევები პიერ დუკანმა 2000 წელს თავის წიგნში “Je ne sais pas maigrir” (მე არ ვიცი, როგორ უნდა გავხდე) გამოაქვეყნა, დიეტა მთელმა მსოფლიომ აიტაცა, წიგნი კი ბესტსელერად იქცა.
მას შემდეგ დიეტა არ კარგავს პოპულარობას. მისი მიმდევრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიცაა – მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, ქეით მიდლტონი და სხვები.
დიეტას ისევე როგორც მადლიერი მიმდევრები, ასევე ჰყავს უკმაყოფილო მომხმარებლებიც, თუმცა ფაქტი ერთია, ის უკვე წლები რაც შეუცვლელია და არ კარგავს აქტუალობას. ალბათ დაგაინტერესეთ რაში მდგომარეობს დიეტის არსი. მე მას მოკლედ გაგაცნობთ.
დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ჭარბობს ცილები, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. არსებობს დუკანის დიეტის ორი სახეობა, ჩვენ განვიხილავთ ორივე მათგანს.
პირველი: ეს არის დიეტა რომელიც ოთხი ფაზისგან შედგება. 1. შეტევა 2. მონაცვლეობა 3. განმტკიცება 4. სტაბილიზაცია
შეტევა:
ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი.
პირველი ფაზის ხანგრძლივობა:
10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;
20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;
30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;
„შეტევის“ ფაზაში ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახით მომზადებული თევზი და ზღვის პროდუქტები, გარდა შემწვარისა. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ცალი) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება.
მონაცვლეობა:
ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით. მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს სასურველ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა.
განმტკიცება:
მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 9 კგ, განსამტკიცებლად 90 დღეა.
სტაბილიზაცია:
ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:
1. აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა; 2. კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.
შეგახსნებთ, რომ ყოველი ფაზის დროს, ყოველდღე აუცილებელია 1, 5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა და 20-30 წუთიანი ფეხით სიარული ან ვარჯიში.

image

რაც შეეხება პიერ დუკანის დიეტის მეორე სახეობას. მისი სახელია “საფეხური”. ეს შედარებით უფრო მარტივი დიეტაა, თუმცა მაინც ეფექტური. დიეტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს, ეს შვიდ-შვიდი დღე კი გრძელდება მანამ, სანამ სსურველ წონას არ მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის მთავარი პირობაც დღეში 1, 5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა, 2 ლიტრი წყლის დალევა და 20-30 წუთიანი ფეხით სიარული ან ვარჯიშია. ყველაზე კარგი კი ამ დიეტაში ისაა, რომ ყოველი შემდგომი დღის შემდეგ თქვე შეგიძლიათ რაციონში დატოვოთ წინა დღის პროდქტი.
დღე I – ხორცი.
ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სახის ხორცი, გარდა ღორის, ბატის, იხვის, ცხვრის. დაშვებულია ზღვის პროდუქტების მიღებაც.

image

დღე II – ბოსტნეული.
ამ დღეს თქვენ შეძლებთ მიირთვათ ნებისმიერი სახით მომზადებული ბოსტნეული, ოღონდ ცხიმის გარეშე. ( ამას დამატებული წინა დღის პროდუქტებიც).
დღე III – ხილი.
ამ დღეს უნდა მიირთვათ 1 ცალი ვაშლი/მსხალი/ფორთოხალი, ან 3 ცალი მანდარინი. ( გარდა ამისა წინა ორი დღის პროდუქტებიც)
დღე IV – პური.
ვისაც პური უყვარს ეს მათთვის საყვარელი დღეა, ვინაიდან რაციონს ემატება ორი ნაჭერი შავი პური. ( ამას გარდა წინა სამი დღის პროდუქტები ).
დღე V – ყველი.
შეგიძლიათ ჭამოთ წყალგადავლებული 100-150 გრამი უცხიმო ყველი. ( გარდა ამისა წინა ორი ოთხი დღის პროდუქტებიც შეგიძლიათ )
დღე VI – სახამებლის შემცველი პროდუქტები.
ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ბარდა, მაკარონი, კარტოფილი, ლობიო და სხვა სახის პროდუქტები. ( გარდა ამისა წინა ხუთი დღის პროდუქტებიც ).

image

დღე VII – ტკბილეული.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეშვიდე დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ტკბილეული, მხოლოდ ერთჯერადად. ეს დღე საჩუქარია თქვენი ორგანიზმისთვის, იმისათვის, რომ მთელი კვირა იღებდა მისთვის განკუთვნილ საკვებს. ( გარდა ამისა წინა ექვსი დღის პროდუქტებიდანაც მიირთვით ნებისმიერი, სურვილისამებრ).
შემდეგი დღიდან დაიწყეთ იგივე პრინციპით კვება, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
მე კი ისღა დამრჩენია, რომ წარმატებები გისურვოთ სასურველი ფორმის მიღწევაში. ახლა კი იხილეთ ფოტოები მოტივაციისთვის, ანუ ადამიანები, რომლებმაც სწორედ ამ დიეტით დაიკლეს.

imageimageimageimage

© intermedia.ge

loading...

მსგავსი სტატიები