3 ყველაზე ჯანსაღი საუზმე, რომელიც ოდესმე მოგიმზადებიათ

Loading...

დილით ჯანსაღი და ნოყიერი საუზმით დაწყება, მთელი დღის პროდუქტიულობას განაპირობებს. ამიტომაც საჭიროა მიირთვათ მხოლოდ ჯანსაღი საკვები, ცილებით გამდიდრებული ინგრედიენტებით მომზადებული საუზმე .

ჯენიუსი გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს:

1

შვრიის ბლინი

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი დაფქული შვრია
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • კაკაო

მომზადების წესი:

ჩაყარეთ ყველაფერი ბლენდერში და ატრიალეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ დაასხით კარგად გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ. გამოცხობას ძალიან მცირე დრო ჭირდება.

მიირთვით ხილთან ერთად.

2

ბლინების გროვა

დაგჭირდებათ:

  • 250 გრამი გოგრა
  • 2 კვერცხი
  • 30 გრამი ჭვავის ფქვილი
  • მარილი და პილპილი
  • ყველი
  • იოგურტი

მომზადების წესი:

  1. გახეხეთ გოგრა, დაუმატეთ დაუმატეთ კვერცხი და ჭვავის ფქვილი, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აურიეთ.
  2. მიღებული მასა გააბრტყელეთ ტაფაზე და კარგად გამოაცხვეთ.
  3. მოამზადეთ საწებელი: ყველი და იოგურტი აურიეთ ერთმანეთში და დააბლენდერეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. მიირთვით ცხლად ბლინები საწებელთან ერთად.

3

ბრინჯის ტკბილი ხვეულა

დაგჭირდებათ:

  • 100 გრამი მოხარშული ბრინჯი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 80 გრამი მდნარი ყველი
  • ნებისმიერი ხილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. დააბლენდერეთ ბრინჯი და კვერცხის ცილა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  2. გააბრტყელეთ კარგად გახურებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხარეს.
  3. აურიეთ ყველი და ხილი ერთმანეთში, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. წაუსვით მიღებული მასა გამომცხვარ ბლინს და გადაახვიეთ.
  5. გემრიელად მიირთვით 🙂
Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები