6 ფსიქოლოგიური ნოველა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

Loading...

ზოგჯერ ნამდვილად გვსურს ჩავუღრმავდეთ გარშემომყოფთა აზროვნებას. ვცდილობთ ავხნათ მათი ყველაზე ირაციონალური და მიუღებელი საქციელი, აზრი და, ზოგადად, მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. როდესაც საქმე ლიტერატურას ეხება, არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური ნოველა, რომელიც გვეხმარება აღმოვჩნდეთ ყველაზე ექსცენტრიული გმირების სამყაროში.

წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მომხიბლავ ფსიქოლოგიურ ნოველას, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ.

 

2080455-150-1464097180-pamuk-2-xlarge


უცნაურობა ჩემს გონებაში – ორჰან ფამუქი

ნოველის მთავარი გმირი, მევლუთი, თავს თურქული სასმელების სტამბოლის ქუჩებში გაყიდვით ირჩენს. ავტორი მას აღწერს, როგორც “ოდნავ უცნაური ადამიანი ოქროს გულით”. წლების განმავლობაში, მევლუთი მოწმეა ქალაქის, ხალხის თურქული კულტურის ტრანფორმაციის. მევლუთი ინტერესდება რა არის მისი უცნაურიბის მიზეზი, რა განასხვავებს მას სხვებისგან.
წიგნი გამოსვლისთანავე გახდა “ბესთსელერი”. იგი იყო ნობელის პრემიიც ლაურეატიც.

 

 

 

 

2079555-150-1464097180-goodthing

 ერთი კარგი რამ – კევინ ალან მილნი

ისტორია კეთილშობილური კაცის, ნათან სტინის გარშემო ვითარდება, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს სიკეთის გაკეთებას. ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე ნათანი ჯიბეში ექვს პატარა ქვას იდებს, რათა არ დაავიწყდეს “ოქროს წესი” – კეთილი საქმის გაკეთების შემდეგ ქვა ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვს.

 

 

 

 

 

 

 

2080305-150-1464097180-rushdie

მიწა მის ფეხქვეშ – სალმან რუშდი

ნოველაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა ადამიანის სიყვარულის ისტორია. ორმუსი და ვინა ბომბეიში დაიბადნენ. ისინი ერთმანეთს მუსიკის უზარმაზარ ტალანტს უზიარებენ. შეყვარებულები ინდოეთიდან საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიან, სადაც ცნობილი როკ-მომღერლები ხდებიან. ეს არის შესანიშნავი წიგნი, სადაც თავმოყრილია რელიგიური და კულტურული ილუზიები და ცოტა მისტიციზმის ელემენტებიც.

 

 

 

 

 

 

 

2079905-150-1464097180-BOYA2

ბიჭუნა A – ჯონათან ტრიგელი

ეს არის ისტორია ახალგაზრდა მამაკაცის, რომელმაც ბავშვობა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გაატარა იმ საშინელი დანაშაულის გამო, რომელიც ბავშვობაში ჩაიდინა. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ იგი ცდილობს დაივიწყოს წარსული და ცხოვრება ნულიდან დაიწყოს.

 

 

 

 

 

 

 

 

2080055-150-1464097180-NiccolAmmaniti-Imnotscared4

მე არ მეშინია – ნიკოლო ამანიტი

ნოველა 9 წლის მარტოხელა და შეშინებული ბიჭის შესახებაა. მიუხედავად ცხოვრების სიმძიმისა, მას სურს ძლიერი და წარმატებული ადამიანი გახდეს, რათა შეძლოს სხვების დახმარება. წიგნში ვიგებთ თუ როგორ შეგვიძია დავძლიოთ შიშები და ვაკეთოთ კეთილი საქმეები ჩვენი ასაკის მიუხედავად.

 

 

 

 

 

 

 

 

2080155-150-1464097180-The-Collector-john-fowles-1

შემგროვებელი – ჯონ ფოულსი

“შემგროვებელი” ავტორის სადებიუტო ნოველაა, რომელიც მსოფლიოს პირველ ფსიქოლოგიურ ტრილერად დასახელდა. თავდაპიველად, წიგნი იკითხება, როგორც ჩვეულებრივი თრილერი, რომლის განვითარების განჭვრეტა ძალიან ადვილია, თუმცა სიღრმეში ძალიან ბევრი თავსატეხი გელით

 

 

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები