ჰემინგუეის მიერ რეკომენდირებული აუცილებლად წასაკითხი წიგნები

the-blue-hotel-by-stephen-crane-1681003767ცისფერი სასტუმრო – სტივერ კრეინი

ნოველის მთავარი თემაა ომის კოშმარები, მარტოობა, სოციალური უკუღმართობა, რომლებსაც ავტორი რეალისტურად,  ხატოვნად გადმოგვცემს. “ცისფერი სასტუმრო” (1898) მწერლის ნოველებს შორის გამოირჩევა მკვეთრი ფსიქოლოგიური სიტუაციებითა და დრამატული სიმძაფრით.

 

 

 

 

 

 

 

 

madameმადამ ბოვარი – გუსტავ ფლობერი

რომანში ნაჩვენებია, თუ როგორ უხუთავს ადამიანს სულს დამყაყებული პროვინციული ყოფა. ნაწარმოების მთავარმა მოქმედმა პირმა — ემამ ვერ ჰპოვა იდეალი ვერც მეუღლეში და ვერც თაყვანისმცემლებში. მისმა ცხოვრებამ რთული ხასიათი მიიღო, სადაც ზნეობრივი და უზნეო საქციელი გადაეხლართა ერთმანეთს. ემამ ყველაფერზე გული აიცრუა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ფლობერისთვის ემა განზოგადებული სახეა, ამიტომაც ავტორმა აღნიშნა: „ჩემი ემა ტირის საფრანგეთის ყოველ პროვინციულ ქალაქში“.

 

 

 

 

 

shop_product_image_1602დუბლინელები – ჯეიმს ჯოისი

ჯეიმზ ჯოისის დუბლინელები აერთიანებს თხუთმეტ მოთხრობას. მოთხრობები დაიწერა მაშინ, როდესაც ირლანდიაში ნაციონალიზმი პიკში იყო და მძვინვარებდა სურვილი ეროვნული თვითმყოფადობის და მიზნის პოვნისა. ისტორიისა და კულტურის გზაჯვარედინზე, ირლანდია სხვადასხვა იდეისა და გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებიც ჯოისის ნათლისღების იდეის ცენტრს წარმოადგენენ: მომენტი, სადაც გმირები განიცდიან ცხოვრების ცვლილებას, საკუთარი თავის შეცნობას და გამორკვევას. მოგვიანებით კი, დუბლინელების ბევრი პერსონაჟი მეორე ხარისხოვან როლში გვევლინება, ჯოისის კიდევ ერთ ნოველაში, ულისე. თავდაპირველად ამბავს მოგვითხრობენ ბავშვები, როცა ამბები გრძელდება ვხედავთ როგორ უმკლავდებიან ცხოვრების სირთულეებს ზრდასრულები. ჯოისის ნოველების ძირითად ხაზს სწორედ სამნაწილად დაყოფა წარმოადგენს: ბავშვობაში, მოზარდობაში და ზრდასრულობაში.

 

shop_product_image_352წითელი და შავი – სტენდალი

სტენდალის ,,წითელი და შავი’’ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია, რომელმაც დიდი ხანია გადალახა დროის საზღვრები. რომანი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, სადაც საფრანგეთისგან განსხვავებით, კაპიტალიზმმა სრული სვლით XXI საუკუნეში შემოაბიჯა. მკითხველი თავად აანალიზებს პოლიტიკის ლაბირინთებსა და ეკონომიკურ პროცესებში ადამიანთა ურთიერთობებს, რაც ფოკუსირდება ახალგაზრდა პროვინციელი გლეხის, ნიჭიერი ჟულიენ სორელის პიროვნებაში, რომელსაც საზოგადოებრივ კიბეზე წინსვლა სურს. ჟულიენი იმ ტრაგიკული ეპოქის შვილია, რომელშიც ადამიანები სოციალურ კიბეზე წარმატების მისაღწევად ზნეობას ივიწყებდნენ. იქ, სადაც ძალა მეფობს, სულიერება ზედმეტია. პიროვნება რწმენისთვის, სიყვარულისთვის ისჯება და გარემოების მსხვერპლი ხდება.

მსგავსი სტატიები