10 შესანიშნავი ფილმი ნამდვილ სიყვარულზე

loading...

საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც პირველი კადრი გამოძრავდა ეკრანზე. მას შემდეგ უამრავი ფილმი შეიქმნა. მათი უმრავლესობა აქტუალურ თემებს ეხება, სამშობლოს სიყვარული, ომი, მშვიდობა, ღალატი და ერთგულება, თუმცა ყოველთვის ყველაზე პოპულალური ჟანრი სიყვარულია.

გთავაზობთ 10 შესანიშნავ ფილმს, რომელთა სიუჟეტიც ყველა ადამიანს გულს გაუთბობს, აატირებს, გააცინებს და კარგ ხასიათზე დააყენებს. ნამდვილი სიყვარული ხომ ყველაზე სასიამოვნო საყურებელია.

loading...

10. უგონოდ შეყვარებული / MOZART AND THE WHALE

დონალდი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდაა. მას გონებაში მხოლოდ ფორმულები და რთული რიცხვები უტრიალებს. დონალდს სხვა არაფერზე შეუძლია ფიქრი, გარდა გამოთვლებისა. თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც იგი იზაბელს შეხვდება. გოგონა მისთვის ახალი გამოწვევაა. ახალი ფორმულა, რომელიც უნდა ამოხსნას.

9. შეშლილი და მშვენიერი / CRAZY/BEAUTIFUL

ნიკოლი 17 წლის ახალგაზრდაა. მამამისი კონგრესმენია და ქალიშვილს ყველაფრის უფლებას აძლევს. კარლოსი კი ღარიბი უბნიდან არის. მათი სიყვარული ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. თუმცა ნამდვილ გრძნობას ვერაფერი დაუდგება წინ.

8. დროის შესახებ / ABOUT TIME

პერსპექტიული იურისტი ტიმი დროში მოგზაურობის ნიჭით არის დაჯილდოებული. მისი ეს თვისება 1-2-ად მომგებიანია, როცა საქმე საყვარელ ქალს ეხება.

7. ფეხშიშველი / BARFUSS

ნიკი ფსიქიატრიულში დამლაგებლად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ოჯახიდან არის, მას მაინც უჭირს ფინანსურად. ერთ დღეს იგი ლაილას გაიცნობს. მათი სიყვარული პირველივე შეხვედრიდან იწყება.

6. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება / ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND

რა შეიძლება მოხდეს, თუ ერთ დღეს გონებას გავისუფთავებთ და წარსულ მოგონებებს დავივიწყებთ? მოგვცემს კი ცხოვრება მოგონებებიდან გაქცევის საშუალებას? იქნებ ყველაფერი წრიულად მოძრაობს და გაქცევის მიუხედავად მაინც დავუბრუნდეთ წარსულში?!

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე

loading...
loading...


კომენტარები



ასევე დაგაინტერესებთ