10 რამ, რასაც ქალები მამაკაცებზე უკეთ აკეთებენ

ჩვენს დროში ქალის როლი უკვე აღარ შემოიფარგლება სამზარეულოში ფუსფუსითა და ბავშვების მოვლით. ქალები აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ პროცესებში, უფრო მეტიც, ბევრი მაჩვენებლით უსწრებენ კიდეც მამაკაცებს. და მაინც, რას აკეთებენ ქალები მამაკაცებზე უკეთ?

1. უმკლავდებიან სტრესს
ცნობილია, რომ მამაკაცი და ქალი სხვადასხვაგვარად განიცდის სტრესს. მოულოდნელი სირთულის შემთხვევაში სტანდარტული ქალბატონი პრობლემის განხილვაში ჩართავს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მამაკაცი კი თავის ემოციებს არ გამოამჟღავნებს.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ცუდად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციას, ამყარებს ბუფალოს (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებიც. სტრესის მიმართ ქალის მეტი მედეგობის მიზეზად მეცნიერები ასახელებენ ჰორმონ “ესტროგენს”, რომელიც ბლოკავს ზედმეტი დაძაბულობისგან წარმოშობილ ნეგატიურ სიმპტომებს. ექსპერიმენტები ტარდებოდა ვირთხებზე, რომლებისთვისაც სპეციალურად იქმნებოდა სტრესული სიტუაციები. მდედრი ვირთხები ინარჩუნებდნენ უნარს ამოეცნოთ მითითებული საგნები, მამრები კი გარკვეული დროით კარგავდნენ მოკლევადიან მეხსიერებას. ამის შემდეგ მეცნიერებმა ხელოვნური გზით აამაღლეს ესტროგენის დონე მამრ ვირთხებში და აღმოჩნდა, რომ მათაც მდედრების მსგავსად დაიწყეს რეაგირება იგივე სიტუაციებში. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული ეფექტი ნარჩუნდება იმ მდედრებშიც, რომელთა საკვერცხეებიც მოშორებული იქნა – რაც მეცნიერთა აზრით, ამტკიცებს, რომ ესტროგენის ფუნქცია არ შემოიფარგლება გამრავლებით, არამედ მოიცავს სტრესისგან დაცვასაც.

2. ერთვებიან საუბარში
ცნობილია, რომ ქალები მეტად კონტაქტურები არიან, ვიდრე მამაკაცები. მეცნიერება ამ ფენომენს ადვილად ხსნის: საქმე ეხება მეტყველების ცენტრს, რომელიც ადამიანის თავის ტვინში მდებარეობს – მამაკაცებს ეს ცენტრი ერთი აქვთ და განთავსებულია ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში, ქალებში კი მეტყველებაზე ორი ცენტრია პასუხისმგებელი, რომელთაგან შედარებით დიდი მარცხენა ნახევარსფეროშია, მომცრო კი – მარჯვენაში. თუკი მამაკაცი მეტყველებას ინფორმაციის გადაცემად აღიქვამს, ქალი მას უფრო ემოციურ მნიშვნელობას სძენს. სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ქალი ადვილად წარმოთქვამს დღეში 8000-მდე სიტყვას, იყენებს 3000-მდე ბგერას და 10 000-მდე არავერბალურ სიგნალს. მამაკაცი წარმოთქვამს დღეში 4000-მდე სიტყვას, გამოსცემს 2000-მდე ბგერას და აკეთებს 3000-მდე ჟესტს.

3. არჩევენ ფერებს
ქალბატონები, ნურასოდეს გაბრაზდებით, თუ საყვარელი მამაკაცი ვერ გეუბნებათ რა ფერის კაბა აირჩიოთ: ნუ გგონიათ, რომ ეს მისთვის სულ ერთია, უბრალოდ მამაკაცები ფერებს ცუდად არჩევენ. როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, მამაკაცებს უჭირთ ყვითლის, მწვანისა და ლურჯის ტონების განსხვავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კაცს და ქალს ვუჩვენებთ ფორთოხალს, კაცისთვის ის იქნება “უფრო წითელი”. ქალები საუბარში სხვადასხვა ტონალობებზე ლაპარაკობენ: “ტალღისფერი”, “ქვიშისფერი”, “ღია ყავისფერი”. მამაკაცები კი ძირითად ფერებს ახსენებენ: წითელი, თეთრი, ლურჯი. ფილოსოფოსის, იზრაილ აბრამოვის თქმით, განსხვავებული სქესის წარმომადგენლების მიერ ხვადასხვაგვარი აღქმა არ შეიძლება განსხვავებული თვალის აგებულებით ავხსნათ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მხედველობის ორგანოსგან მიღებულ სიგნალებს ტვინი ჰორმონ ტესტოსტერონის ზეგავლენით. მკვლევარი ვარაუდობს, რომ აგვარი განსხვავებულობა ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ უძველეს დროში, როცა მამაკაცი მონადირეობით იყო დაკავებული, ქალი კი – საკვები მცენარეების შეგროვებით. სწორედ ამის შედეგია, რომ მამაკაცები უკეთ არჩევენ მოძრავი ობიექტების უმცირეს დეტალებს (მონადირისთვის აუცილებელი თვისება), ქალები კი – ფერებს.

4. უმკლავდებიან მრავალ ამოცანას ერთდროულად
ცნობილია, რომ ქალები

უკეთ ართმევენ თავს მრავალ ამოცანას ერთდროულად, მაშინ, როცა მამაკაცებს ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი საქმის კეთება შეუძლიათ. მიზეზი ისევ ტვინის აგებულებაა. დანიელმა მკვლევარმა, ბერტ პაკენბერგმა გაარკვია, რომ მამაკაცის ტვინში ოთხი მილიონი უჯრედით მეტია, მაგრამ ტესტირების დროს ქალები 3%-ით უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. აღმოჩნდა, რომ ამაში “დამნაშავეა” ე.წ. ტვინოვანი ქსოვილი, რომელიც ერთგვარ “სადენის” როლს არსულებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის. ქალებს ტვინოვანი ქსოვილი უფრო სქელი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, შეერთებებიც მასში 30%-ით მეტია. მამაკაცების ტვინი სპეციალიზირებულია და დაყოფილია განსაზღვრულ ნაწილებად. ნახევარსფეროებს შორის ნაკლები შემაერთებლების გამო მამაკაცს ხარისხიანად მხოლოდ ერთი საქმის გაკეთება შეუძლია და მთლიანად კონცენტრირდება მასზე. ქალს კი შეუძლია რადენიმე საქმით იყოს დაკავებული – ამზადოს სადილი, ბავშვებს მიაქციოს ყურადღება, ილაპარაკოს ტელეფონზე, ქსოვოს. თუ მამაკაცი კითხულობს, იმ დროს მას თითქმის არ ესმის. ხოლო თუ კაცს წვერის გაპარსვის დროს დაელაპარაკებით, დიდი ალბათობაა, რომ კანი გაეჭრას.

5. კამათობენ
ქალურ ლოგიკაზე, უფრო სწორად ალოგიკაზე, ანეგდოტები დადის… არადა ქალური ლოგიკა მართლა არსებობს, თუმცა სრულიად განსხვავდება მამაკაცურისგან. მამაკაცის ლოგიკა სწორხაზოვანია, ქალის კი პირიქით, “მიხვეულ-მოხვეული”. ქალის ლოგიკა შექმნილია იმისათვის, რომ კამათში გაიმარჯვოს. მაშინაც კი, როცა ქალს არგუმენტები გამოელევა, მას მაინც შეუძლია გაიმარჯვოს. როგორ ხდება ეს? მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორის, ბეკლემიშევის მიერ გამოვლენილი ქალური ლოგიკის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის მიხედვით, თუ მტკიცებულებს წინააღმდეგობა არ მოჰყვება, ესე იგი დადასტურებულია. მაშინაც კი, თუ თანამოსაუბრემ კამათი შეწყვიტა იმის გამო, რომ თავად კამათი უაზროდ მიაჩნია. თუ ბოლო სიტყვა თქვა ქალმა, – ესე იგი მან მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლო სიტყვა შეიძლება სულაც არ იყოს არგუმენტი. ყველაზე დასაბუთებული სიტყვები შეიძლება გაქარწყლებულ იქნას უბრალო ფრაზებით: “მერე რა” ან “ასეთი რამ არ მახსენდება”. ქალისთვის მნიშვნელოვანია არა პასუხის შინაარსი, არამედ ბოლო სიტყვის თქმა. ქალების უმრავლესობას უყვარს დისკუსიის დროს კონტრდარტყმის მიყენება საუბრის სხვა სიბრტყეში გადატანით, ისეთი მაგალითის მოყვანით, რომელსაც კამათთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ქალს მნიშვნელოვანი ეჩვენება: “კი, ვიცი, რომ უვარგისი დედა ვარ, მაგრამ შენ გამუდმებით მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ!”. ამის შემდეგ ოპონენტს უკვე თავდაცვა მოუწევს და იმის მტკიცება, რომ ეს ასე არაა, თავდაპირველი კამათის თემა კი დაიკარგა.

6. ატარებენ მანქანას
დიახ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და რამდენიც არ უნდა იხუმრონ საჭესთან ქალის ჯდომაზე, სტატისტიკის მიხედვით ქალები მანქანას უფრო ყურადღებით ატარებენ, ვიდრე მამაკაცები. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ქალს კარგად აქვს განვითარებული პერიფერიული მხედველობა. ბევრ ქალში იგი 180º-ს აღწევს, ამიტომაც მანქანის ტარებისას ქალებს იშვიათად მოსდით გვერდითი შეჯახებები და თავის მოუტრიალებლად შეუძლიათ თვალყური ადევნონ გვერდით მჯდომს ან ბავშვს. მამაკაცის ტვინი კი უზრუნველყოფს ე.წ. გვირაბულ მხედველობას: ხედავს “მიზანს”, მხოლოდ იმას, რაც წინ მდებარეობს და არ ფანტავს ყურადღებას წვრილმანებზე. სწორედ ამგვარი ვიწრო მხედველობის გამო მამაკაცები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოავარიებში.

7. მოქნილები არიან (პირდაპირი გაგებით)
ქალები გენეტიკურად უფრო მოქნილები არიან, ვიდრე მამაკაცები. ეს დაკავშირებულია დედობის ფუქციასთან – ქალის სახსრებსა და კუნთებს მეტი ელასტინი გააჩნიათ, ვიდრე კოლაგენი. ამის მიზეზია ის, რომ ქალის სხეულში გამომუშავდება გაცილებით მეტი რაოდენობით ნივთიერება გიალურანიდაზა, რომელიც პასუხისმგებელია ელასტინის წარმოქმნაზე.

8. ესმით

ქალები უკეთ არჩევენ მაღალი სიხშირის ბგერებს. ერთი კვირის გოგონას უკვე შეუძლია დედის ხმის გარჩევა და ესმის სხვა ახალშობილის ტირილი. ბიჭუნებს ეს არ შეუძლიათ. ქალები მამაკაცებზე უკეთ გრძნობენ ტონალობის შეცვლას და ამიტომ კარგად ხვდებიან, როდის იტყუება მამაკაცი. ქალს და მამაკაცს ძილის დროსაც სხვადასხვაგვარი სმენა აქვთ: მამაკაცის ტვინის ელექტრული აქტივობა ძილში 70%-ით ვარდება (ის ხომ მონადირეა და სახლში მოსულმა რაც შეიძლება კარგად უნდა დაისვენოს და გამოიძინოს), ქალებში კი ძილის დროს ტვინის აქტივობა ხოლოდ 10%-ით მცირდება, რადგან იგი გამუდმებით “იცავს” სახლსა და ბავშვებს.

9. უკეთესი ყნოსვა აქვთ
ყნოსვაში ქალებს ბადალი არ ჰყავთ, ქალს შეუძლია არა მხოლოდ დამწვრის ოდნავი სუნიც კი ამოიცნოს, არამედ ფერომენების სუნის გარჩევაც შეუძლია. უფრო მეტიც, ქალის ტვინს შეუძლია “წაიკითხოს” მამაკაცის სუნი და გაშიფროს, რამდენად ძლიერი იმუნიტეტი აქვს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გაშიფვრის ამ პროცესისთვის ქალს მხოლოდ სამი წამი სჭირდება. თუ თავად ქალის იმუნური სისტემა კაცისაზე სუსტი აღმოჩნდება, ქალბატონი მამაკაცს სექსუალურად მიმზიდველად ჩათვლის.

10. იმახსოვრებენ
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა და აღმოაჩინეს, რომ ქალებს მეხსიერება გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე მამაკაცებს. შესაძლოა ამის გამო ქალბატონებს არასოდეს ავიწყდებათ წორწილის წლისთავები, დაბადების დღეები და რამდენიმე წლის წინ მომხმადრი ჩხუბიც კი. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეამოწმეს 4500 ადამიანის მეხსიერება დაა აღმოაჩნდა, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით უკეთ იმახსოვრებენ ინფორმაციას. გაირკვა ისიც, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლე გოგონები მასალას თანაკლასელ ბიჭებზე უკეთ ითვისებენ. საბოლოო დასკვნები იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერ არ გააჩნიათ. სავარაუდოდ ყველაფერი ისევ და ისევ ჰორმონულ თავისებურებებსა და ტვინის ტრუქტურაშია.

Loading...

  კომენტარები