მთავარი ურთიერთობები 9 მიზეზი რატომ აფასებენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებს

9 მიზეზი რატომ აფასებენ მამაკაცები 40 წელს გადაცილებულ ქალებს

by guramus

ამ ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა 40 წელს გადაცილებული მანდილოსნების დაფასება, ამ ყველაფერს, თავისთავად, თავისი მიზეზები აქვს

წაიკითხეთ ენდი რუნის 9 ლოგიკური მიზეზი:

1. 40 წლის ქალი არ დაგირეკავთ ღამე და არ გკითხავთ, თუ რაზე ფიქრობთ

2. თუ 40 წლის ქალს არ სურს, რომ თქვენთან ერთად ფეხბურთს უყუროს, უაზროდ პრობლემას არ შეგიქმნით და არ შეგიჭამთ ტვინს, უბრალოდ ადგება და თავისი საქმით დაკავდება.

3. 40 წლის ქალი არის ჩამოყალიბებული ადამიანი, იცის, თუ რა სჭირდება, სხვისგან და თავისი თავისგან.

4. ხალხმრავალ ადგილებში არ მოაწყობს პანიკებს და სკანდალს, თუ დაიმსახურებთ, ჩუმად მოგიღებთ ბოლოს.

5. ამ ასაკის ქალები კომპლიმენტებს არ იშურებენ, თუნდაც საჭირო არ იყოს, მათ კარგად იციან უმადურობის შესახებ.

6. 40 წლის ქალი იმდენად დარწმუნებულია თავის თავში და სამეგობრო წრეში, რომ აუცილებლად გაგაცნობთ დაქალებს, მან იცის, რომ ისინი არასდროს გასცემენ.

7. 40 წლის ქალებს თქვენზე ბევრად უკეთესი ინტუიციის გრძნობა აქვს, მათ არ სჭირდებათ თქვენი აღიარება, ისედაც ყველაფერი კარგად იციან.

8. 40 წლის ქალი საოცრად იხდენს პომადას, თუ ორიოდ ნაოჭზე მაინცდამაინც ყურადღებას არ გაამახვილებთ, შეამჩნევთ, რომ ამ ასაკის ქალი ბევრად უფრო მომხიბვლელი და სექსუალურია.

9.
 40 წლის ქალები არიან გულღიები, გახსნილები და გულწრფელები, მათ არ ეშინიათ სიმართლის თქმა და დიდად არც აინტერესებთ, მოგეწონებათ თუ არა ისინი.