მთავარი ურთიერთობები როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ქალი ტირის – რჩევა მამაკაცებს

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ქალი ტირის – რჩევა მამაკაცებს

by guramus

თავიდან, აუცილებელია იმის დადგენა, თუ ქალი უკვე აქტიურ ურთიერთობაშია მამაკაცთან. თუ ეს ასეა, მისი დაწყნარება შეილება საშიში გამოდგეს. თუ იგი თავისუფალია, შეგიძლიათ დაამშვიდოთ და დაისაკუთროთ.

ნუ დასვამთ კითხვებს, როგორიცაა “რა გჭირს”, “რატო გაწყენინეს”, “რით დაგეხმარო?”.

ცუდი ქცევაა, როცა მოწყენილ ან მტირალ ქალს საჩუქრებს ჩუქნიან. უნდა გახსოვდეთ, რომ საჩუქარი ისეთ ქალს სიამოვნებს, რომელიც ბედნიერია და კარგ ხასიათზე, სწორედ ეს ეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში.

თუ თქვენი რჩევები პრაქტიკულია, მაგრამ ქალი არ მშვიდდება და სხვას არ სთხოვს შველას, ეს იმის ნიშანია რომ თქვენ ხართ ის მამაკაცი, რომლისგანაც დამშვიდებას ელოდება.

მიდით ახლოს, აჩვენეთ, რომ ღელავთ, გამოიყენეთ სევდიანი ნაკვთები და გამომეტყველება. მტირალი და აფორიაქებული ქალის ყოველ სიტყვაზე გამოკიდება არ შეშვენის ნამდვილ მამაკაცს. შიგადაშიგ ამოიოხრეთ, ჩაეხუტეთ და მიხვდება, რომ თქვენთვის ის სულ ერთი არ არის.

ყველაზე მნიშვნელოვანი – თუ ქალი, რომლის დამშვიდებასაც ცდილობთ, თქვენ სახეზე ცრემლებს შეამჩნევს, აუცილებლად ყველაფერი დაავიწყდება და ყურადღებას თქვენზე გადმოიტანს – დაიწყებს თქვენს დამშვიდებას.

“თუ მამაკაცი ტირის” – რჩევა ქალებს

გამოიჩინეთ ტაქტი, თუ ნახავთ, რომ მამაკაცი ქვითინებს, მაგრამ არ იმჩნევს, თავი აარიდეთ.

თუ არ იკავებს გრძნობებს და ხმამაღლა ტირის – ხელი მოხვიეთ მხარზე.

თუ მაინც აგრძელებს და არ ჩერდება – პამპერსი გამოუცვალეთ და ძუძუს ჭამა შესთავაზეთ.