მთავარი ურთიერთობები როგორ გავხდეთ კაცისთვის სასურველი პარტნიორი?

როგორ გავხდეთ კაცისთვის სასურველი პარტნიორი?

by guramus

დარწმუნებული ვარ ყველა ქალს უცდია კაცის გაგება, მათი აზრების წაკითხვა და გონებაშ შეძრომა. სავარაუდოდ ეს მცდელობა კრახითაც დასრულებულა. ჩვენში კაცთან შედარებით გაცილებით მრავალფერვანი სამყარო იმალებაა, კაცი მარტივი არსებაა. ნებისმიერ მამაკაცს ჰყავს გამოგოგნილი თავისი იდეალური ქალი, მაგრამ მათ მხოლო 3 თვისება აერთიანებთ …გსურთ სასურველი პარტნიორი გახდეთ კაცისთვის/ მაშინ გაითვალისწინეთ ჩვენს სტატიაში მოცემული 3 პუნქტი.

1. ენთუზიაზმი სექსში

კაცისთვის სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინაც კი თუ ის სიგიჟემდეა შეყვარებული კალათბურთზე ან ფეხბურთზე, შეუძლია მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გამოტოვოს და თქვენთან ერთად ინტიმით დაკავდეს.კაცები ოცნებობენ, რომ ქალები ხშრად იყვნენ ინიციატორები სექსში. სწორედ ამიტომ თავი შეიწუხეთ, გონება დაძაბეთ, ახალ-ახალი იდეებით საწოლში გააკვირვეთ.

2. დაანახვეთ ვინ ხართ

ქალები ხშირად ნიღბებს ირგებენ. ზოგი”სწერვაა,” ზოგი თავდაჯერებული პრინცესა, საქმიანი ლედი და ა.შ. თითქმის ყველა უხილავ კედელს აღმართავს და მის მიღმა იმალება. ტკივილის და იმედგაცრუების ეშინიათ, ამიტომ მუდმივად სხვა ადამიანის როლს თამაშობენ. დაანახვეთ კაცს როგორი ხართ სინამდვილეში. გულიანად გაიცინეთ, როცა მართლა გეცინებათ. თუ გაწყენინათ, სამაგიეროს გადახდის ნაცვლათ მიახვედრეთ, რომ გული გატკინათ, არ დამალოთ ცრემლიანი თვალები, არ იყოთ სულ ძლიერი და შეუპოვარი. კაცებს მოსწონთ როცა ქალებზე ზრუნავენ.

3. ისწავლეთ უარის თქმა

არ შეასრულოთ კაცის ყველა თხოვნა, ნუ დაეთანხმებით ყველაფერში. კაცებს არ მოსწონთ მონები. შეიძლება დამჯერე/დამყოლ ქალთან უფრო კომფორტულია გრძნობენ თავს, მაგრამ გული დამოუკიდებელი ქალებისკენ მიუწევთ, რომლებსაც თავისი პოზიცია, სურვილები და მიზნები აქვთ.